GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პასპორტისა და ID ბარათის მიღება სამოქალაქო რეესტრში გამოუცხადებლადაც შესაძლებელია
18:31 15.06.2012
დღის სიახლეები

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი სერვისით პასპორტებისა და ID ბარათების მიღება, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში გამოუცხადებლადაც არის შესაძლებელი.

მოქალაქეს შეუძლია ბიომეტრული დოკუმენტების მიღებაზე განაცხადი სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში გამოუცხადებლად მიიღოს. ასეთ შემთხვევაში მსურველმა პირმა სამოქალაქო რეესტრს უნდა აცნობოს, რომ ამ სერვისით სარგებლობა სურს. ბიომეტრული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრის თანამშრომლები თავად გამოცხადდებიან წინასწარ მითითებულ ადგილზე და დოკუმენტის მიღების მსურველი მოქალაქის ბიომეტრულ მონაცემებს (თითის ანაბეჭდი, ფოტოსურათი, ციფრული ხელმოწერა) შეაგროვებენ.

აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა ამ ეტაპზე თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული მომსახურების დროს ბიომეტრული პასპორტისა და ID ბარათის ღირებულება იგივე რჩება, რასაც ემატება გასვლითი მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია მოქალაქეს დამზადებული დოკუმენტი მითითებულ მისამართზე გადასცეს.

ID ბარათი კი, გაიცემა განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში და მისი ღირებულება 30 ლარია, ხოლო საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება მსურველს იმავე ვადაში 100 ლარად შეუძლია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ბიომეტრული დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია დაჩქარებულ ვადებშიც. განაცხადის წარდგენიდან მე-5, მე-3, მე-2 და იმავე სამუშაო დღეს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით საგანელიძე: შესაძლოა რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება მოხდეს1
შალვა ნათელაშვილი აშშ-ში სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა2
„ქართული ოცნება“ მათი შემომწირველების ქონებაზე აუქციონის შეჩერებას ითხოვს3
ნაპოვნია რაფაელის ტილო, რომელიც ნაცისტებმა გაიტაცეს4
"ახლები" "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X