GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„სტერეო+“–სთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის დასკვნა გამოქვეყნდა
18:41 15.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, შპს „სტერეო+“–ის შესახებ მედიაში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფაკულტეტს მიმართა და ტექნიკური დასკვნა კიდევ ერთი მტკიცებულების სახით მოითხოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიღებული პასუხის თანახმად, ანალოგური სატელევიზიო კონვერტაციის მოწყობილობებს წარმოადგენენ ე. წ კოდეკები, რაც უზრუნველყოფს კოდირებული სიგნალის გავრცელებას, ხოლო სიგნალის  მიმღები ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს სკრემლერებით, რაც კოდირებული სიგნალის სრულფასოვან მიღებას უზრუნველყოფს.

ტექნიკურ დასკვნაში ნათქვამია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ზემოაღნიშნულის განხორციელება უპრობლემოდ არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ შპს „სტერეო+“–ის ხელმძღვანელი, დავით ზილფიმიანი აცხადებდა, რომ „სტერეო+“–ის მიზანი არ იყო ტელეკომპანია „მე-9 არხის“ სიგნალის ღია ეთერით გავრცელება და ეს ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე რადიოხაზებით მომსახურების განხორციელების თანმდევი აღმოუფხვრელი მოვლენა იყო. 

კომისიამ გასულ კვირას შესთავაზა „სტერეო+“–სს პრობლემის კოდირებული სიგნალის გაშვებით მოხსნა და ამევე დროს კომისიის რეკომენდაციისთვის უფრო მაღალი სანდოობის შეძენისთვის, ტექნიკური დასკვნისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც მიმართა. ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფაკულტეტის მიერ მომზადებული ტექნიკური დასკვნა დაემთხვა კომისიის პოზიციას. რაც კომისიისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გამოიკითხებიან პატიმრები, რომლებიც თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ1
პატიმრები #16-ე დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლებთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამენ2
საქართველოს მოქალაქეს აფხაზეთში 15 წლით პატიმრობა ემუქრება3
სოზარ სუბარის ძმა პატიმრობიდან გათავისუფლდა4
ფინეთი - საქართველო 1:15
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X