GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ღვთისმშობლის ხატს მირონი და სისხლი სდის
17:09 18.06.2012
დღის სიახლეები

ლაგოდეხის რაიონის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის ხატს, ექვსი დღის განმავლობაში, სისხლი სდიოდა.

აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 9 აპრილს დაფიქსირდა. ღვთისმშობლის ხატიდან სითხის დენა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე შეწყდა.

მოგვიანებით ამ ფაქტით საპატრიარქო დაინტერესდა. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა სოფელ ბაისუბნის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დაბრძანებული ხატიდან სინჯები ორჯერ აიღეს, თუმცა პასუხები საჯარო ამ დრომდე არ არის.

როგორც წმ. ნიკოლოზის ტაძრის ერთ-ერთი დამაარსებელი, ბელა ტეფნაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მისთვის ცნობილი გახდა ექსპერტიზის შედეგები.

ტეფნაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ოფიციალურად არ გაუხმაურებია საპატრიარქოს და მან ეს ინფორმაცია მეუფე სერგისგან შეიტყო.

„ორჯერ იყვნენ მოსულები საპატრიარქოს წარმომადგენლები. ერთხელ დილის ექვს საათზე და ერთხელ ღამით, თორმეტ საათზე. ისეთი პერიოდი შეარჩიეს, რომ თავისუფალი ყოფილიყო ტაძარი.  სინჯების აღების შემდეგ ჩვენ მიტროპოლიტს, მეუფე სერგის ვკითხე რა პასუხი იყო. მან მითხრა, რომ ხატიდან ჩამოსული სითხე მირონიც არის და სისხლიც, თუმცა სისხლის ჯგუფის დადგენა ვერ ხერხდებაო,“- ამბობს ტეფნაძე.

აღსანიშნავია  ისიც, რომ ხატი ფოტოსურათის სახისაა და არ არის ხელნაწერი. ამის გამო სასულიერო პირებმა თავიდანვე გამორიცხეს იმის ალბათობა, რომ სითხე შეიძლება საღებავი ყოფილიყო.

ტაძრის ერთ-ერთი დამაარსებელი თვლის, რომ საპატრიარქოს არ სურს გაახმაუროს სინჯების პასუხები, რათა საზოგადოებაში პანიკა არ გაჩნდეს.

‘’მსგავსი ფაქტი აფხაზეთის ომის წინა პერიოდში დაფიქსირდა. ასევე მოხდა 2008 წელს. ვფიქრობ, საპატრიარქოს აქვს ფრთხილი პოზიცია. საზოგადოებაში პანიკა და შიში  რომ არ გაჩნდეს, ამის გამო არ ახმაურებენ," - აცხადებს ტეფნაძე.

შეგახსენებთ, რომ ხატი, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში მირონი და სისხლი სდიოდა ათონის მთიდან ხატმწერმა შოთა ცინცაძემ ჩამოიტანა. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ინტერნეტ.ჯი“ საპატრიარქოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ მსგავსი ფაქტის შესახებ  არაფერი იციან და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის საბჭოსთან გადაგვამისამართეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არც    ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის საბჭოში ფლობენ.

იხ. ფოტორეპორტაჟი 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქალაქ ლაზიკას პროექტი1
პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან2
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს3
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 17 აგვისტოსთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X