GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქსენია სობჩაკმა შესაძლოა რუსეთი დატოვოს
09:11 20.06.2012
დღის სიახლეები

სკანდალური რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციის აქციებში, ქვეყნის დატოვებას არ გამორიცხავს.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით სობჩაკი ამბობს, რომ ადრე ასეთი სურვილი არ ჰქონია, თუმცა „მთავარი ტრაგედია შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ მისი იმედები არ გამართლდება“ - წერს სააგენტო.

კითხვაზე, რა გარემოებებმა შეიძლება აიძულოს სობჩაკი, რომ დატოვოს რუსეთი, მან უპასუხა: ეს შეიძლება იყოს „რეჟიმის სისასტიკე ბელორუსის დონემდე“ ან მისი პირადი დევნა.

„ასევე, წავალ, თუ აქ ულტრასოციალისტური დროშებით სამოქალაქო ომი დაიწყება“ - განაცხადა სობჩაკმა.

როგორც ცნობილია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციური ლიდერების სახლებში, მათ შორის ქსენია სობჩაკის სახლშიც, ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველები 6 მაისს ბოლოტნაიას მოედანზე არეულობების საქმეს იძიებენ. ჩხრეკის შედეგად სობჩაკის ბინიდან მილიონზე მეტი ევრო, დოლარი და რუბლი ამოიღეს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა სობჩაკის 2011 წლის შემოსავლების შესწავლა დაიწყო.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს დელეგაცია გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით უკრაინაში იმყოფება1
ბათუმში საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი გაიხსნება2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 30 ოქტომბრისთვის3
მერაბიშვილი: ფულს სუნი არ უდის და ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X