GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროკურატურის მიმართ განწყობა დადებითად გამოკითხულთა 69%-ს შეეცვალა
12:02 20.06.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სამინისტროში „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის“ ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს. საქართველოს პროკურატურის ახალი სამსახურის მიმართ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები კომპანია ACT-მ წარმოადგინა. კვლევის ფარგლებში 237 რესპოდენტი გამოიკითხა, რომლებმაც „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის“ სამსახურით ისარგებლეს. ჩატარდა როგორც ინდივიდუალური, ისე - ჯგუფური ინტერვიუები.

როგორც კვლევამ აჩვენა, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას, უმტესწილად, უშუალოდ კოორდინატორისგან იგებენ;  გამოკითხულთა დაახლოებით 93%-ს „მოწმისა და დაზარალებულის“ კოორდინატორის სამსახური“ „მნიშვნელოვნად“ ან „ძალიან მნიშვნელოვნად“ მიაჩნიათ, მათი 96% კი გაწეული მომსახურებით „კმაყოფილი“ ან „ძალიან კმაყოფილია“. „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის“ სერვისით სარგებლობის შემდეგ პროკურატურის მიმართ განწყობა დადებითად შეეცვალა გამოკითხულთა 69%-ს.

კვლევის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროში დაზარალებულის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეული ორშაბათს, 18 მაისს, ბათუმში გაიხსნა და ის 24 ივნისამდე გასტანს. ამ დროის მანძილზე იუსტიციის სამინისტროში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგემილი - მრგვალი მაგიდა; შეხვედრები, დისკუსიები, სადაც დაზარალებულის უფლებების დაცვაზე, ამ მხრივ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე ისაუბრებენ.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის" სამსახური 2011 წლის აგვისტოდან მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. წლეულს მისი არეალი გაფართოვდა - პროგრამამ თელავი, ზუგდიდი და გორიც მოიცვა. სამსახურის მიზანი სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოწმეებისა და დაზარალებულებისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფა და მათთვის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა, რაც მოქალაქეების ურთიერთობას სამართალდამცავ სისტემასთან უფრო ეფექტურს გახდის.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბათუმში 47–სართულიანი “ტრამპ თაუერის” მშენებლობა აღარ დაიწყება1
„აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართება2
საქართველოს პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს3
ბაჩო ახალაია: მე დავბრუნდი საქართველოში4
ჟენევაში მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდი გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X