GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთს „ნორდ-ოსტის“ ტრაგედიისას დაზარალებულთათვის მილიონ 300 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა
14:53 20.06.2012
დღის სიახლეები

ძალაში შევიდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ნორდ-ოსტის“ ტრაგედიასთან დაკავშირებით. სტრასბურგმა რუსეთს, მოსკოვში, დუბროვკას თეატრალურ კომპლექსში მომხდარი ტერაქტისა და ხელისუფლების მიერ ჩატარებული შტურმის გამოძიება და დაზარალებულებისთვის მილიონ 300 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

„ნორდ-ოსტის“ ტრაგედიისას დაღუპული და დაზარალებული პირებისთვის, სულ 64 ადამიანისთვის, რომლებმაც სარჩელი შეიტანეს, კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთმა უნდა გამოიძიოს არა თავად ტერაქტის ფაქტი, არამედ ხელისუფლების მიერ ჩატარებული შტურმისა და მძევალთა გათავისუფლების ოპერაციის საქმე, რადგან სწორედ შტურმის დროს დაიღუპა 139 ადამიანი. მათ შორის, „ფსბ“- მიერ გამოყენებული გაზის ზემოქმედებითაც, რომლის ფორმულაც ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

„ნორდ-ოსტის“ ტრაგედია 2002 წელს მოხდა. თეატრალურ კომპლექსში 40 ტერორისტი შეიჭრა, რომლებმაც შენობაში მყოფი 912 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ეს იყო ჩეჩნების დაჯგუფება, რომელიც ამ ძალადობრივი აქტით რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლას ცდილობდა, რათა მოსკოვს ჩეჩნეთიდან ჯარი გაეყვანა.
ხელისუფლებამ შენობაზე შტურმის გადაწყვეტილება სამი დღის შემდეგ მიიღო. შედეგად, ტერორისტებთან ერთად გაანადგურეს მძევლებიც.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრემიერის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლვლევა დაიწყო1
ბიზნეს სექტორის შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან2
ბოკერია და უგულავა პარტიას „ევროპული საქართველო“ უერთდებიან3
ჯონ კერის ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში4
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ნიკა მელია, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X