GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანათა შორის საქართველო მოწინავე ადგილს ინარჩუნებს
12:54 21.06.2012
დღის სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონგრესს, ტრეფიკინგთან ბრძოლის შესახებ, ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა, სადაც საქართველო შეფასების უმაღლეს კატეგორიაში - პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს.

ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ღონისძიებას ესწრეფოდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის და დახმარების ფონდის წარმომადგენლები.

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოები სამ კატეგორიად იყოფიან: პირველ კალათაში ხვდებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც სრულიად აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის მძიმე ფორმების აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს; მეორე და მესამე კალათაში კი ხვდებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც ნაწილობრივ აკმაყოფილებენ ან სრულიად ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ სატანდარტებს. მეხუთე წელია, საქართველო პირველ კალათაშია წარმოდგენილი.

სახელმწიფო მდივნის მოხსენებაში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ფინანსური სახსრები პრევენციულ ღონისძიებებზე, მსხევრპლთა თავშესაფარზე და პროფესიონალთა გადამზადებაზე. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 2011 წელს საქართველომ წარმატებულად გამოიძია ტრეფიკინგის შემთხვევები და პასუხისგებაში მისცა ხუთი დამნაშავე, მათი სასჯელები განისაზღვრა ექვსიდან ცხრამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ბურჯალიანის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის ანგარიშში ასევე დეტალურად არის ასახული იმ მრავალფეროვანი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და განხორციელდა როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილი ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმაურება1
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?2
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ3
ახალი საფოსტო მარკები: მესტია, ბაკურიანი, გუდაური ...4
მიწისძვრა დმანისში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X