GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა ხაშურის რაიონში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა
16:31 21.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ხაშურის რაიონის სოფელ ზემო ოსიაურში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნეს. ღონისძიებას კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მაირ მამედოვიც ესწრებოდა.

მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო.

ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივებს ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმად მოსახლეობას აირის სახლებში შეყვანა განვადებით შეეძლებათ.

„ოსიაურში ადრე  ვიმყოფებოდი, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ახლა კი,  მინდა ანგარიში ჩაგაბაროთ. ოსიაური არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სოფელი, თუმცა ყველაფერი მოგვარდება. სექტემბერში ჩვენ ვზრდით პენსიებს და სადაზღვეო პაკეტი ყველას ექნება. თქვენ გახსოვთ ჩვენი დაპირება გაზი ყველა სოფელს, ტრაქტორი ყველა სოფელს და გზა ყველა სოფელს. მე დღეს ვაცხადებ, რომ მთელ ოსიაურში იქნება გაზი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობას  გაზის ბალონის ფასად, სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანა შეეძლება.

„ბალონი ჯდება 28 ლარი თვეში, ახალი ინიციატივით კი, ამ ფასად აირს სახლებში შეიყვანთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო პროგრამის „გაზი ყველა სოფელში“ ფარგლებში, ზემო ოსიაურის მიმართულებით 7,3 კმ სიგრძის გაზსადენი დამონტაჟდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სოფელ ზემო ოსიაურში მცხოვრებ 260 ოჯახს საშუალება ეძლევა ბუნებრივი აირი მიიღოს.

დღეისათვის, ხაშურის რაიონში ჯამში 38,4 კმ სიგრძის გაზსადენია აშენებული და გაზიფიცირებულია ქალაქ ხაშურის, დაბა სურამის, ასევე, რამდენიმე სოფლის 4 445 აბონენტი.

მიმდინარე წლის ბოლომდე „სოკარ ჯორჯია გაზი“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 162 კმ სიგრძის გაზსადენს ააშენებს და 8 341 პოტენციურ აბონენტს გაზიფიცირების პროცესში ჩართავს.

2009 წლიდან დღემდე „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 2050 კმ სიგრძის გაზსადენია აშენებული და 128 ათასი აბონენტია გაზიფიცირებული.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს1
რუსეთი სამხრეთ ოსეთის მთავრობას კონსულტაციების აუცილებლობაში არწმუნებს2
ახალციხეში „ქართული ოცნების“ აქციისთვის მზადება მიმდინარეობს3
11 წლის ბავშვმა 6 წლის ბიჭი გააუპატიურა4
სანდრა რულოვსი ქუთაისის სამედიცინო ცენტრს ესტუმრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X