GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აფრიკის დელეგაცია რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრა
15:24 02.04.2012
დღის სიახლეები

დღეს რუსთავის იუსტიციის სახლი გაეროში აფრიკის სახელმწიფოების ელჩებმა დაათვალიერეს. მათ იუსტიციის მინიტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ უმანსპინძლა. ვაშაძემ სტუმრებს იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა და მისი კონცეფცია გააცნო. მინისტრის მოადგილემ გაეროში აფრიკის სახელმწიფოების ელჩებს  იმ რეფორმების პრეზენტაციაც წარუდგინა, რომელიც საქართველოში მომსახურების სფეროში გატარდა.

გაეროში აფრიკის სახელმწიფოების ელჩებმა თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სერვისის პროცედურებისა და მომსახურების ხანგრძლვობის შესახებ, ტურის ბოლოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სტუმრების კითხვებსაც უპასუხა.

გაეროში აფრიკის 9 ქვეყნის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფება. დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვიზიტის ფარგლებში მათ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და სხვა ოფიცილაური პირები შეხვდებიან. ვიზიტი კულტურულ პროგრამასაც ითვალისწინებს, აფრიკის სახელმწიფოების ელჩები სიღნაღს, თელავს, ბოდბეს დაათვალიერებენ, მოინახულებენ წმ. ნინიოს მონასტერს და ალ. ჭავჭავაძს სახლმუზეუმს.

იუსტიციის სახლში ვიზიტის მიზანი იმ რეფორმების შედეგების გაცნობაა, რომელიც ქვეყანაში მომსახურების სფეროში გატარდა.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს. იუსტიციის სახლები უკვე ფუნქციონირებს ბათიუმში, რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში.

2012 წელს იუსტიციის სახლები გაიხსნება თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ლაზიკაში, ფოთში, ყვარელსა და მარნეულში. წელს გაიხსნება ყველაზე მასშტაბური - თბილისის იუსტიციის სახლიც. უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი დამოუკიდებელ სტრუქტურულ ორგანიზაციად გარდაიქმნება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ოლიმპიელი სპორტსმენების ფულადი ჯილდოების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება1
ინგოროყვას კლინიკაში ინტოქსიკაციის დიაგნოზით სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოათავსეს2
“ლიდერთა სახლის“ მონაწილეებმა თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერეს3
მცეთელების ნაწილს წყლის გადასახადი გაუძვირდებათ4
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X