Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (18 - 24 ივნისი)
23:57 21.06.2012
დღის სიახლეები
ვერძი: სასიამოვნო მანერები და მომხიბვლელობა დახმარებას გაგიწევთ ადამიანებთან ურთიერთობისას და ბევრ სფეროში წარმატების მომტანი იქნება. თქვენი საქმიანობით მიიზიდავთ შეძლებულ, გავლენიან და ავტორიტეტულ პარტნიორებს. ახლო ნათესავები ნებისმიერ საქმეში დახმარებას გაგიწევენ კარგი მოგების მისაღებად. მიუხედავად ამისა, თქვენ მიღწეულით კმაყოფილი არ იქნებით. გრძნობების ცვალებადობის გამო არჩევანს არ შეეაჩერებთ მხოლოდ ერთ სასიყვარულო პარტნიორზე, რაც შეიძლება ცუდად აისახოს თქვენს იმიჯსა და პრესტიჟზე.

კურო: ფული და ფინანსური საკითხები ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. ამიტომ მთელს ძალისხმევას მოახმართ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საერთო მიზნების გამო საკუთარი ფინანსებით ნუ გარისკავთ, რადგან მეგობრებმა შეიძლება ვერ შეასრულონ დანაპირები, რის გამოც აუცილებელი გახდება კრედიტების მოპოვება. ნურავის ნურაფერს შეჰპირდებით და განხილვის გარეშე მოერიდეთ მნიშვნელოვანი საბუთების ხელმოწერას. მოგზაურობისას ეცადეთ რიგიანად დაისვენოთ და აღიდგინოთ ძალები.

ტყუპები: კარიერით, სასიყვარულო ურთიერთობითა და შემოქმედებით დაუკმაყოფილებლობა დაუკავშირდება გაურკვეველ მიზნებსა და სურვილებს. რეალობა ხშირად ასცდება თქვენს წარმოდგენებს. ახალი რომანტიული ურთიერთობა სასურველ შედგეს ვერ გამოიღებს და შეიძლება სულიერი ტკივილი მოგაყენოთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება გაგიჩნდეთ საიდუმლოებები, რაც მალე გამოაშკარავდება. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები იმოქმედებს თქვენს პროფესიონალურ საქმიანობაზე და შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური სტატუსის ცვლილება.

კირჩხიბი: ემოციურად დაძაბული პერიოდია. თქვენი სასიცოცხლო ტონუსი დაქვეითდება. გახშირდება უხასიათობა და დაღლილობის შეგრძნება. აუცილებელი გახდება ხშირი მოგზაურობა, გადაადგილება და ბევრ ხალხთან ურთიერთობა. ყოველი მიღებული ინფორმაციის შემდგომ მოგინდებათ მარტოობა და მშვიდ მდგომარეობაში განსჯა. არავის რჩევებს არ გაითვალისწინებთ, რაც გახდება მშობლებთან მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან უსიამოვნების მიზეზი. ქალაქგარეთ სეირნობა და დასვენება სასიკეთოდ აისახება თქვენს განწყობაზე.

ლომი: ეს პერიოდი დაგამახსოვრდებათ სასიამოვნო შეხვედრებითა და მეგობრებთან ერთად გართობით. თქვენი დასწრება დაამშვენებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ღონისძიებას. თანამოაზრეებს სიამოვნებით გაუნაწილებთ ახალ იდეებს, ცოდნასა და გამოცდილებას. მოგზაურობა ამ დროს თქვენს წინსვლასა და ფინანსურ ზრდას მოემსახურება. შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბება უცხოელთან ან შორს მცხოვრებ ადამიანთან.

ქალწული: ეს ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობის დროა. სიტყვიერ და საქმიან დახმარებას გაუწევთ ყველას, ვინც მოგმართავთ რჩევის მიღებისათვის ან აღმოჩნდება კრიტიკულ სიტუაციებში. შესაძლოა მოგიწიოთ პედაგოგიური ან საქველმოქმედო საქმიანობაც. თუ მთელს დროსა და ენერგიას მიმართავთ კარიერისკენ, თქვენს სახლში შეიძლება გამოუსწორებელი პროცესები განვითარდეს. გადაღლამ კი ჯანმრთელობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს. საყვარელ ადამიანს ნუ აეჭვიანებთ, რადგან ეს შესაძლოა დაცილების მიზეზი გახდეს.

სასწორი: რთული, წინააღმდეგობრივი და მოვლენებით აღსავსე პერიოდია. სხვებისათვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისას იზრუნეთ თქვენი ცოდნის ამაღლებაზეც. ფულის ხარჯვა შეძლებისდაგვარად შეამცირეთ. ფიზიკურად ნუ გადაიტვირთებით და ხშირად დაისვენეთ. ამ პერიოდში ყველა მოგზაურობა საქმიან ხასიათს ატარებს. უცხოეთში ან სხვა ქალაქში გელით წარმატება და პოპულარობა. ძველი სასიყვარულო კავშირის აღდგენა თქვენს პიროვნულ გარდაქმნებს შეუწყობს ხელს. კარგი იქნება, თუ რომანის განვითარება მოგზაურობისას მოხდება.

ღრიანკალი: კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, ხელშეკრულებების დასადებად. წარმატებით განვითარდება საბანკო, საშუამავლო, პოლიტიკური და სადაზღვევო საქმიანობა. შემოსავლის გაზრდისათვის შეიძლება აუცილებელი გახდეს ცოტაოდენი გარისკვა. თქვენს მიმართ გაიზრდება ინტერესი და თქვენც მეტად მომხიბვლელი იქნებით, რაც გაგიზრდით ავტორიტეტს. მოერიდეთ კრიმინალურ ან საეჭვო ადამიანებთან კავშირს. მოგზაურობა სასიამოვნოდ ჩაივლის. საყვარელი ადამიანის მიმართ კი განსაკუთრებით მომთხოვნი და ეჭვიანი ნუ იქნებით.

მშვილდოსანი: მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა და გარშემომყოფებთან კეთილგანწყობისა, საკმაოდ აგრესიული, პირდაპირი და უხეში იქნებით კარიერის, ბიზნესისა და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებში. მიზნის მისაღწევად ნუ აჩქარდებით, მოერიდეთ რისკს და ნუ გამოიყენებთ არაკეთილსინდისიერ მეთოდებსა და საშუალებებს. საყვარელ ადამიანთან ან მეუღლესთან ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში სჯობს თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯი სიტუაციის გამოსასწორებლად.

თხის რქა: ყურადღება გაამახვილეთ უმნიშვნელოვანეს და სასწრაფო საქმეებზე და ადვილად შეძლებთ გაუგებრობებში გარკვევას. მიუხედავად იმისა, რომ ერთდროულად სიამოვნებით შეასრულებთ სამსახურისა და ოჯახის საქმეებს, ეცადეთ არ გადაღალოთ ორგანიზმი. თქვენი საქმიანობა ამ დროს მოითხოვს განმარტოვებას და შესაძლოა ჰქონდეს ფარული ან საიდუმლო ხასიათი. გადაადგილებები და მოგზაურობები დაუკავშირდება ფულის გაუთვალისწინებელ ხარჯს, მაგრამ მოგცემთ მოდუნებისა და ძალთა აღდგენის საშუალებას.

მერწყული: რთული პერიოდია. მოერიდეთ ფინანსურ მაქინაციებსა და საქმიან ავანტურებს. მოულოდნელი მოვლენები დაგაფიქრებთ არსებულ კონფლიქტებსა და თქვენს ადრინდელ ქცევებზე. ამ პერიოდში ერთდროულად თავდაჯერებულიც იქნებით და მერყევიც. იმპულსური, ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებები დაგეხმარებათ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან კავშირის დამყარებაში. გაუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა. საქმიან და შეძლებულ ადამიანებთან ურთიერთობა ურთიერთ მომგებიანი გამოდგება.

თევზები: კარგი დროა სახლის მოსაწესრიგებლად და გარემოს გადასახალისებლად. თქვენი პროფესიონალური საქმიანობა დაგეხმარებათ სახლისა და ოჯახის ზოგიერთი საქმის შესრულებაში. შესაძლოა შეიძინოთ ახალი ნივთები ან ავეჯი. თავდაჯერებულობისა და ეფექტურად მუშაობისათვის დაგჭირდებათ მშვიდი და კომფორტული გარემო. ძველ შეგრძნებებს გაგიცოცხლებთ ძველი ნაცნობის ან ახლობლის სტუმრობა და საუბარი. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა გაგახალისებთ უჩვეულო და სასიამოვნო შეგრძნებებით.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მამაკაცმა სასტუმროს ნომერში თავი ჩამოიხრჩო1
11 წლის გოგონას სიკვდილით დასჯა ემუქრება2
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი ზუგდიდშიც მიაგეს3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (18 - 24 ივნისი)4
ჯგუფ „Beastie Boys“–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი ადამ იაუხი გარდაიცვალა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X