GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვიზის გაცემის ფასები შეიცვალა
19:09 22.06.2012
დღის სიახლეები

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც ვიზების გაცემის ფასებსაც ეხება.

მათ შორის: კანონის შესაბამისად, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე - 50 აშშ დოლარი; მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 360 დღით – 50 აშშ დოლარი; მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 5 წლამდე – 200 აშშ დოლარი; მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 10 წლამდე – 400 აშშ დოლარი; მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 15 წლამდე – 600 აშშ დოლარი; ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 50 აშშ დოლარი ეღირება. სასწავლო ვიზის საკონსულო მოსაკრებელი კი განისაზღვრება ორდინალური ვიზის მსგავსი ტიპისთვის დადგენილი მოსაკრებლის განაკვეთით;

საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ცნობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, დიპლომის, ნიშნების ფურცლის, ატესტატის, სერტიფიკატის, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის თარგმანის შესრულება ან/და თარგმანის სისწორის დადასტურება – თითოეული გვერდისათვის 10 აშშ დოლარი ეღირება.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე განცხადების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოში განსახილველად გადაგზავნა – 5 აშშ დოლარი ეღირება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კუბლაშვილი: ახალაიას დაკავება ივანიშვილისა და ალასანიას დავალებით შესრულებული ანგარიშწორება1
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, თავდაცვის სამინისტროს შენობაში, თეა წულუკიანმა დააკავა2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 30 ოქტომბრისთვის3
საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია თანამშრომლებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს4
თორნიკე გორდაძე: ჩვენი მიზანია ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ წელს დასრულდეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X