GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლიდერი ფარმაციული კომპანიები “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებს არ ეთანხმებიან
14:40 23.06.2012
დღის სიახლეები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ძალიან გაბერილია და სინამდვილეს არ შეესაბამება“.-  აღნიშნული განცხადება დღეს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში სამმა ფარმაცუიულმა კომპანიის წარმომადგენელმა გააკეთა.  

“პე ეს პეს“ დრიექტორი გოჩა გოგილაშვილი, “ჯი პი სის“ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გორდაძე და “ავერსის“ დამფუძნებელი პაატარა კურტანიძე თანხმდებიან, რომ საქართველოში ევროპასთან შედარებით მედიკამენტის ფასები მაღალია, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაცის, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტულ ბაზარზე მოღვაწეობისთვის სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს გარკვეული ბარიერები აქვთ და ამ სამ კომპანიას შორის ფარული გარიგებები არსებობს.

“ჩვენ შორის ჯანსაღი კონკურენციაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს მტრად მოვეკიდოთ და იარაღი მივუშვიროთ,“ - განაცხადა კურტანიძემ.

მისივე განცხადებით,  კვლევაში ნაჩვენები იყო, რომ მედიკამენტებზე ფასნამატი 102% - ია.

„ეს მონაცემი სრულიად არარეალურია. ფასნამატი დღეისთვის საშუალოდ 25 – 30% -ს შეადგენს“ - აღნიშნა კურტანიძემ

რაც შეეხება, კომპანია „პე ეს პე“-ს კომპანიის დირექტორი გოჩა გოგილაშვილი აცხადებს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ არასწორად გაკეთებული კვლევა წარმოადგინა.

„არანაირი გარიგება არ გვაქვს, არსებობს ნამდვილი კონკურენცია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი უნდა დავხოცოთ”,- განმარტა გოგილაშვილმა.

დავით გორგაძეს კი რომელიც "ჯი პი სი"-ს საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და  ერთ-ერთი აქციონერია კვლევის ავტორებთან სხვა პრეტენზია აქვს.

მისი თქმით, კვლევა ტენდენციურია.

გონგაძის განცხადებით, გავრცელებულ განცხადებაში  წერია რომ შეუძლებელი გახდა კომპანიის მფლობელების ვინაობის დადგენა.

„კვლევაში მოყვანილია ფაქტობრივი შეცდომები. ნებისმიერ ადამიანს დასჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი იმისთვის, რომ დაადგინოს "ჯიპისი"-ს დამფუძნებლების ვინაობა.  კვლევის მიხედვით თურმე  გვაქვს 40 აფთიაქი თბილისში და 10 რეგიონებში, სიცრუეა,  სინამდვილეში ჩვენ გვაქვს 51 აფთიაქი თბილისში და 29 რეგიონებში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქართული ფარმაცევტული ბაზრის კველვის ახალი ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორები ირწმუნებიან, რომ  საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია.

კვლევაში ასევე საუბარია, რომ ბაზარზე “ჯი პი სის“ , „ავერსის“ და   “პე ეს პეს“ დომინირებამ ფარმაცევტულ პროდუქციაზე მოსახლეობის დანახარჯების ზრდა განაპირობა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სკანდალურმა საგაზეთო პუბლიკაციამ გამოცემის რედაქტორი შეიწირა1
იდუმალ მტაცებელ ცხოველზე ნადირობაა გამოცხადებული2
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები ფასდაკლებით ისარგებლებენ3
„საქართველოს ბანკი“: “ოლიმპიური ვარსკვლავი” გამოყოფილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა4
დავით ბაქრაძე ხონს ესტუმრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X