GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისში ახალი საბაგირო ამოქმედდა
18:34 24.06.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერიამ საბაგიროების ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს დღეიდან რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო შეემატა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიებს  ერთმანეთთან  უმოკლეს დროში აკავშირებს. 

 

საბაგირო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენდა, ის სრულიად უსაფრთხოა და  მგზავრებს ორივე მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში ემსახურება. რიყის საბაგირო ხაზის სიგრძე 500 მეტრია და ის 7 გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთ-ერთი სრულიად გამჭირვალეა, რაც მას ორიგინალობას მატებს. საბაგირო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. 

 

საბაგიროთი მგზავრობისას სტუდენტები, მასწავლებლები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველი პირები ნახევარ ფასად იმგზავრებენ, ხოლო სკოლის მოსწავლეები და ტერიტორიული მთლიანობისთვის  მებრძოლი ვეტერანები უფასოდ. საბაგიროს გონდოლებიდან ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის - კალასა და აბანოთუბნის შთამბეჭდავი ხედები იშლება, რაც მიმზიდველია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისე ტურისტებისთვის. საბაგირო საზაფხულო რეჟიმით დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე იმუშავებს.

იხ. ფოტორეპორტაჟი


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით მამაკაცი გარდაიცვალა1
ბერმუდის სამკუთხედის წყლებში ჩაძირული ქალაქი იპოვეს (VIDEO)2
სპეცოპერაციისას პოლიციელებმა ქალი ამშობიარეს3
ავარიის შედეგად დაღუპული მსახიობის ცხედრის ამოსაცნობად 4 საათი დასჭირდათ (VIDEO)4
ჟენევაში მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდი გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X