GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისში უპატრონო ცხოველების თავშესაფარი გაიხსნა
18:43 24.06.2012
დღის სიახლეები

ქუჩაში მცხოვრები უპატრონო ცხოველები ხშირად სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს ავრცელებენ და შესაბამისად, საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილების, ცხოველთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, თბილისის მერიამ, ისანი–სამგორის რაიონში შინაური და  გარეული ცხოველების თავშესაფარი ააშენა. 

 

თავშესაფრის თანამშრომლებს უპატრონო ცხოველები ქუჩიდან აჰყავთ და კვალიფიციური კინოლოგები და ექთნები უტარებენ  ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურას. თითოეულ მათგანს  სტერილიზაცია და ვაქცინაცია  უტარდება,  საჭიროების შემთხვევაში კი  ქირურგიული თუ სხვა სახის ოპერაცია უკეთდებათ. 

 

თავშესაფარში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია ფუნქციონირებს, მოწყობილია საოპერაციო ბლოკი და საკარანტინო ვოლიერები.

 

ცხოველთა თავშესაფარი ერთდროულად 300-ზე მეტ ცხოველს მოემსახურება. უახლოეს მომავალში ამოქმედდება ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება ინფორმაცია თავშესაფარში მცხოვრები ცხოველების შესახებ.

 

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  შესაძლებლობა ექნება ცხოველი თავშესაფრიდან  უსასყიდლოდ წაიყვანოს და იზრუნოს მასზე. ამჟამად ცხოველთა თავშესაფარში 50 ცხოველი გადის მკურნალობის სრულყოფილ კურსს.

 

თავშესაფარი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ყველა იმ პროცედურას გაეცნო, რაც ცხოველებს თავშესაფარში უტარდებათ.

 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს საჩუქრად ბინები გადასცა1
ალავერდის ტაძრის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება2
ადიდებულ მდინარეში ორი მამაკაცი დაიხრჩო (VIDEO)3
მორბენალი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ოლიმპიადაზე ათლეტებს გაეჯიბრება4
ყუბანში 40 უსახელო საფლავი აღმოაჩინეს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X