GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯანგირაშვილი: „კავკასია“ მარეგულირებელს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მოთხოვნით მიმართავს
18:44 27.06.2012
დღის სიახლეები

მომავალ კვირას, ტელეკომპანია  „კავკასია“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მოთხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანია სატელიტურ ლიცენზიას აიღებს და სატელიტზე გავა თუ მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს არსებული სახით მიიღებენ.

„მთელი ფინანსების მობილიზაციას გავაკეთებ, რადგან ეს დიდ თანხებს მოითხოვს და „კავკასიას“ არ აქვს ეს თანხა. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო იაფი საშუალებებით მოვიცვათ საქართველოს საკაბელო მაუწყებლები“, – აცხადებს ჯანგირაშვილი.

ამას გარდა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ საკაბელო ტელევიზიებმა „კავკასიის“ მაუწყობლობაც ჩართონ, რადგან მისი დაფარვის ზონა 25%–ია.

აღნიშნული მოსაზრება ნინო ჯანგირაშვილისთვის მისაღებია.

„ეს წინადადება მისაღებია, რადგან ამით გამოჩნდება რამდენად არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება და დავინახავთ, რომ ამ სისტემიდან „კავკასიის“ დაბლოკვა და ამოგდება სპეციალურად არ ხდებოდა. ჯერ-ჯერობით, არ ვიცი ეს ჩაიწერება თუ არა, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ წინადადებას მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ „კავკასია“ დისკრიმინაციულ ვითარებაში აღმოჩნდება“, – დასძინა მან.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რატომ დასჭირდა პატრიარქს სამედიცინო გამოკვლევა?1
აფეთქება ჭიათურის მაღაროში2
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით მამაკაცი გარდაიცვალა3
სათვალთვალო კამერამ ჟურნალისტის შემზარავი მკვლელობა გადაიღო4
ბერმუდის სამკუთხედის წყლებში ჩაძირული ქალაქი იპოვეს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X