GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"პრესა.ჯი" ბიძინა ივანიშვილის წერილსა და სანოტარო აქტს აქვეყნებს
15:12 28.06.2012
დღის სიახლეები

საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი ‘’პრესა.ჯი" აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც მან თავისი კომპანიების ფიქტიურ მფლობელს გაუგზავნა და რომლითაც თავისი კომპანიების შვილზე, უტა ივანიშვილზე გადაფორმება მოითხოვა, ასევე აქვეყნებს სანოტარო აქტს, რომლითაც ივანიშვილმა საკუთარი ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა.

"პირველი შემთხვევა ცალსახად მიანიშნებს, როგორი გზებით ცდილობს ივანიშვილი, რეალურად ნაკლები ქონების მფლობელი გამოჩნდეს, რითაც თავს აარიდებს ქონების დაყადაღებას ან სხვა მოსალოდნელ, კანონიერ ქმედებებს მის წილებთან დაკავშირებით. 

ხოლო მეორე შემთხვევა ცხადყოფს, რომ 2012 წლის 19 ივნისამდე, ანუ, ამ სანოტარო აქტის შედგენამდე „თხემით ტერფამდე საქართველოზე შეყვარებული“ ბიძინა ივანიშვილი დოკუმენტაციას ხელს ქართულად არ აწერდა - მისი ხელმოწერები რუსული იყო..."- წერს გამოცემა.

დოკუმენტით ირკვევა, რომ  2012 წლის 19 ივნისს, თბილისი, ჭავჭავაძის 39 ა-ში, ნოტარიუს ეკატერინე გვანცელაძეს მიმართა მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა და მიიწვია ის ერეკლე მეორის მოედანზე, თავის ოფისში, ხელმოწერის ნოტარიული წესით დასამოწმებლად.

ნოტარიუსმა შეამოწმა პირადობა, ქმედითუნარიანობა, დარწმუნდა მისი ნების გამოვლენაში და მისი თანდასწრებით შესრულებული ხელმოწერა დაადასტურა. ეს ქმედება არ ნიშნავს ხელმოწერილი დოკუმენტის დადასტურებას - მისი შესრულებით მხოლოდ ხელმოწერის ნამდვილობა დასტურდება. 

რაც შეეხება ვინმე ბ-ნ ვასილიადესისთვის გაგზავნილ წერილს, იგი ასეთი შინაარსისაა:

„15 ივნისი, 2012 წელი:

ბატონ ვასილიადესის საყურადღებოდ:

ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილისგან

პატივცემულო ბატონო ვასილიადეს!

გთხოვთ, შემდეგი კომპანიები: 

TARPAN MANAGEMENT LIMITED

FINSEK LIMITED

SARGANS LIMITED

RINGOLD FINANCE LIMITED

KRISTA INVESTMENT LIMITED

VISALIA ENTERPRISES LIMITED

GILMAR HOLDING LIMITED

FRESNO MANAGEMENT LIMITED

VANITY OVERSEAS LIMITED

გადასცეთ ახალ ბენეფიციარ მფლობელს, უტა ივანიშვილს.

ცვლილებების შეტანის თარიღი 2 მაისი, 2012.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია. დაბეჯითებით გთხოვთ, რომ საბუთები გადმოაგზავნოთ მაქსიმალურად ოპერატიულად. 

რაიმე სახის დაბრკოლების ან შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ ჩამაყენოთ საქმის კურსში.

საუკეთესო სურვილებით: . ივანიშვილი“.

რაც შეეხება ნოტარიუსის ჩანაწერს, ის ქართულ და რუსულ ენებზე შედგენილი.

იხ. წყარო

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს2
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს3
პოლიციის აღლუმი გორში გაიმართება4
ბენ ლადენის ცოლები საუდის არაბეთმა შეიფარა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X