GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა მესამე ფაზაში გადადის
15:39 28.06.2012
დღის სიახლეები

დღეს,  საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას  შორის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსებისათვის“ საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე იმნაძემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილიც ესწრებოდა.

დაფინანსების ხელშეკრულება მსოფლიო ბანკის მიერ 43 მილიონი დოლარის ოდენობით გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხა მიმდინარე „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მესამე პროექტი“-ის  გასაგრძელებლადაა განკუთვნილი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტის,  რუისი-აგარას 11 კმ-იანი არსებული მონაკვეთის  რეაბილიტაცია-მშენებლობა და ოთხზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთება. ასევე,  იგი აგარას 8 კმ-იანი ახალი შემოვლითი, 4 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობასაც ითვალისწინებს.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას, რომლის საერთო სიგრძეც 19 კმ იქნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. გზაზე აშენდება ორი 140 მეტრიანი პარალელური ხიდი მდინარე ფცაზე და ორი პარალელური 185 მეტრიანი ხიდი მდინარე ფრონეზე. მოეწყობა ერთი 81 მეტრიანი სარკინიგზო გზაგამტარი და აშენდება 5 ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი (გზაგამტარი). გზაზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა  სანიაღვრე არხები. ახალი გზის გასწვრივ ინფრასტრუქტურა განვითარდება.

მშენებლობაზე 2 000-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ქუბრიაშვილი “ტულონის” სამეოთხედფინალო განაცხადშია2
მიწისძვრა დმანისში3
ბიოლოგების დასკვნით, თაგვები მელოდიას კარგად იმახსოვრებენ4
ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას 6 პუნქტიანი მოთხოვნა წამოუყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X