მსჯავრდებულ ქალებს სამედიცინო გამოკვლევა უტარდებათ
16:38 28.06.2012
|
დღის სიახლეები
|
სასჯელაღსრულების №5 ქალთა დაწესებულებაში საქართველოს პირველი ლედის, სანდრა-ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით, ”ეროვნული სკრინინგ ცენტრის” მიერ სამედიცინო გამოკვლევა ტარდება.
სპეციალისტები მსჯავრდებულებს სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციის ფარგლებში ამოწმებენ.
გამოკვლევის პროცესს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
”ეროვნული სკრინინგ ცენტრის” მიერ სამედიცინო შემოწმება სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და გამოკვლევა ყველა მსჯავრდებულ ქალს ჩაუტარდება.
პროგრამა სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნისწინა და სიმსივნის ადრეულ გამოვლენას ისახავს მიზნად. მსჯავრდებულ ქალებს მსგავსი სამედიცინო გამოკვლევები პერმანენტულად უტარდებათ. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
 |