GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მიიყვანა
10:47 29.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს,  უსინათლო აბიტურიენტი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ესმა გუმბერიძე,  ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და პირველი სესიის რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, აბიტურიენტთან ერთად ერთიან ეროვნულ გამოცდებს მისი ხუთი თანაკლასელიც აბარებს. მათთვის საგამოცდო ტესტები ბრაელის შრიფტით  მომზადდა.

„ესმა გუმბერიძემ საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც მომზადებული ხვდება. იგი კომუნიკაბელური, რეალიზებული და აქტიური ახალგაზრდაა, სკოლაში გატარებულ წლებს ნაყოფიერად მიიჩნევს და თვლის, რომ მიუხედავად მისი პრობლემისა, ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, რათა სრულყოფილი საშუალო განათლება მიეღო. ესმას  დიდი სამომავლო გეგმები აქვს, მან არჩევანი საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე შეაჩერა“,- აცხადებენ სამინისტროში.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო  ყოველთვის  გამორჩეულ მზრუნველობას იჩენს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ დავითაშვილი იქნება1
ბათუმში 47–სართულიანი “ტრამპ თაუერის” მშენებლობა აღარ დაიწყება2
ბაჩო ახალაიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ3
ვასილ ჭყოიძეს დღეს დაკრძალავენ4
“ქდმ” რიყის პარკში მიმდინარე მშენებლობების შეწყვეტას ითხოვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X