GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანდრია ურუშაძემ დიდ დიღომში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დაათვალიერა
15:49 29.06.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში,  უახლოეს მომავალში თბილისში კიდევ ორი ახალი  სოციალური საცხოვრისი დიდ დიღომში აშენდება.

სამშენებლო სამუშაოები დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ურუშაძემ დაათვალიერა.

ახალი სოციალური საცხოვრისი ორ  სამსართულიან კორპუსს მოიცავს. მშენებლობა 2012 წლის დეკემბერში დასრულდება და უახლოეს მომავალში ბინებით 24 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაკმაყოფილდება.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო “სოციალური სახლების“ პროგრამას 2007 წლიდან ახორციელებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, ვარკეთილში კოტეჯის ტიპის 6 სახლი აშენდა, რომელშიც 52 სოციალურად დაუცველი ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდა.

სოციალურ სახლებში შესახლების მოთხოვნით, მოქალაქეები თბილისის მერიას მიმართავენ, შემდეგ მათ განაცხადს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც სოციალური მუშაკებისგან,  თბილისის მერიისა და საერთაშორისო არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. კომისია ინდივიდუალურად ამოწმებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს და იმ ბენეფიციარებს ავლენს, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულები არიან და ყველა მოთხოვნილ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.

Internet.ge

 

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მატარებელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა1
გერმანიაში დაჭრილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს ჯერ კიდევ ვერ უკავშირდებიან2
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება3
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?4
ვინ ფიგურირებს პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ მასალებში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X