რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის ასოციაციაში აფხაზეთს არა „დამოუკიდებელ“ ქვეყნად, არამედ რუსეთის ერთ-ერთ შიდა ტურისტულ მიმართულებად აღიქვამენ.
ასოციაციის პრეს-მდივანმა ირინა ტურინამ რუსებისთვის პოპულარული ტურისტული მიმართულებები დაასახელა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მოსახლეობისთვის, დღესდღეობით, პოპულარულია ევროპა, ასევე თურქეთი. ხოლო კითხვაზე - „თავად რუსული მიმართულებები თუ სარგებლობს მოთხოვნით“, ირინა ტურინამ უპასუხა, რომ „რუსეთის მიმართულებებიდან ახლა პოპულარობით სარგებლობს აფხაზეთი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პირველ ადგილზე კრასნოდარის მხარე გავიდეს“.
Internet.ge