ხვალ,
მცხეთაში
“ქართული ოცნების” მორიგი აქცია იგეგმება.
კოალიციის
ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე გავრცელდა პრომო, სახელწოდებით “ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება”.
ვიდეოში
ივანიშვილის
შვილის ბერას სიმღერის კადრებია. ასევე, პრომოდან ცნობილი ხდება, რომ ხვალინდელ აქციაზე მომღერალი ახალი სიმღერით “თავისუფლება” წარსდგება.
როგორც კოალიცია აცხადებს, ხვალინდელი აქცია მუსიკალური იქნება.
Internet.ge