GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯანდაცვის მინისტრი ექიმებზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა
12:12 30.06.2012
დღის სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის სასწრაფო ბრიგადის წევრებზე: ექიმ დავით უგრეხელიძესა და ექთან ირმა სარალიძის მიმართ განხორცილებულ ძალადობას, სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. 

„მედპერსონალი, რომელსაც ეშინია საკუთარი მოვალეობის შესრულების, ვერ შეძლებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს და მკურნალობა ჩაუტაროს პაციენტს, იქნება ეს ჯარისკაცი თუ მასწავლებელი, პოლიციელი თუ ექიმი, მეხანძრე თუ მაშველი ჩვენი განსაკუთრებული მოპყრობის საგანი უნდა იყოს“,– განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მედპერსონალის მიმართ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულეს.

„არ არსებობს ეჭვი, სარალიძისა და გიორხელიძის საქმიანობის საკითხში. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პაციენტს ან მის ახლობელს უჩნდება ეჭვი, სამედიცინო პერსონალის მიმართ, ჩვენ ქვეყანაში რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოა, არსებობს შესაბამისი სამსახურები, სადაც ამ ეჭვის გადამოწმება შეიძლება“,– განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა. საუბრის ბოლოს ზურაბ ჭიაბერაშვილმა გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო დაზარალებულ ექიმს და სასწრაფოს ბრიგადებს გამხნევებისკენ მოუწოდა. 

ქუთაისში, სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.არსებული ინფორმაციით, ჩეჩელაშვილებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები გამოძახებაზე დაგვიანების გამო სცემეს, რის შემდეგადაც ექიმმა დავით უგრეხელიძემ თვალი დაკარგა.

თავის მხრივ სასწრაფო დახმარების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ გამოძახებაზე ექიმები ზუსტად 8 წუთში მივიდნენ, თუმცა ადგილზე მისულებს პაციენტი გარდაცვლილი დახვდათ.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამი წლის გოგონას მკვლელობისათვის ორი ადამიანი დააკავეს1
საქართველოს დღეს აშშ-ის საგანგებო ელჩი ეწვევა2
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკა ზღულაძე უწყებაში არ დარჩა3
საარჩევნო სუბიექტები აუდიტის სამსახურს ანგარიშებს წარუდგენენ4
მაია ფანჯიკიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X