GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
“ლიდერთა სახლის“ მონაწილეებმა თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერეს
16:55 01.07.2012
დღის სიახლეები

თბილისის მშენებარე იუსტიციის სახლს საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. მე-10 და მე-11 კლასების იმ მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდულ პროექტებში, სამუშაოები მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დაათვალიერებინა.

გიორგი ვაშაძე „ლიდერთა სახლის" მონაწილეებს იუსტიციის სახლის კონცეფციაზე და მუშაობის სპეციფიკაზე ესაუბრა, გააცნო ისიც, თუ როგორ და რატომ დაიბადა 250-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში გაერთიანების იდეა და როგორ ფუნქციონირებენ დღეს-დღეობით იუსტიციის სახლები საქართველოში.

მინისტრის მოადგილემ ბავშვებს თბილისის იუსტიციის სახლში დანერგილი სიახლეების შესახებაც უამბო. გარდა იუსტიციის სახლებში უკვე არსებული სერვისებისა, დამატებით განთავსდება  სამოქალაქოსა და საჯარო რეესტრების ბექ-ოფისები, ეროვნული ბანკი,  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ბანკების - თიბისის, საქართველოს ბანკისა და  ლიბერთი ბანკის ფილიალები. მომხმარებელს კი საშუალება ექნება, ისარგებლოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სერვისებით.

თბილისის იუსტიციის სახლში მოსული მოქალაქე პასპორტის, დაბადების მოწმობისა და სხვა დოკუმენტების ასაღებად განაცხადის გაკეთებას და მზა დოკუმენტების გატანას  შენობაში შეუსვლელად, ავტომობილიდან გადაუსვლელად, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, Just Drive-ს ფანჯარასთან შეძლებს.

იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე იმუშავებს კაფე, სადაც მომხმარებელს თუნდაც ფინჯანი ყავის მირთმევის პარალელურად შეეძლება ნებისმიერი განაცხადის შევსება იქ მყოფი ოპერატორის დახმარებით და რამდენიმე წუთში უკვე მზა დოკუმენტის მიღება. ამგვარი მომსახურება არცერთ სხვა ქვეყანაში არ არის და ის ქართული ნოვაციური ბრენდის ხარისხს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლალი მოროშკინა სოზარ სუბარის მრჩეველი გახდა1
ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის2
პრეზიდენტის საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ურნაში მისმა უმცროსმა ვაჟმა ჩააგდო3
მოსკოვის სიახლოვეს რადიაციული ფონის მატება დაფიქსირდა4
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X