GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ონიშენკო უკრაინელმა დეპუტატმა დარბაზიდან გააგდო
10:13 04.04.2012
დღის სიახლეები

უმაღლესი რადას სკანდალუად ცნობილი დეპუტატი, ოლეგ ლიაშკო კიევში ვიზიტად მყოფ რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს, გენადი ონიშენკოს შუა პრესკონფერენციის დროს შეუვარდა და დაწუნებული უკრაინული პროდუქტები დაუწყო წინ: ჭამე, ოღონდ, არ დაიხრჩო! - დაუყვირა ლიაშკომ ონიშენკოს.

ონიშენკო, რომელიც მუდმივად რაღაც ნაკლს უძებნის რუსულ ბაზარზე შესულ პროდუქტებს, ამჯერად უკრაინული ყველითაა უკმაყოფილო. ვიდრე ლიაშკო შეუვარდებოდა, მან მოასწრო თავისი პრეტენზიები გაეცნო უკრაინელი ჟურნალისტებისთვის, რომ ადგილობრივ საწარმოებში, სადაც აღნიშნული პროდუქცია მზადდება,  შემოწმებებს კვლავაც გააგრძელებს, ხოლო რაც უკვე ნახა, არადამაკმაყოფილებლად და შესაბამისად, რუსი მომხმარებლის მოტყუებად შეაფასა. 

სწორედ ამის შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზის შესასვლელთან ჩოჩქოლი ატყდა, ლიაშკომ დაცვასთან წინააღმდეგობა გადალახა და უკრაინული ყველი, სალა და ძეხვი რუს სანიტარს ცხირწინ დაუდო: „ჭამე და არ დაიხრჩო, შენ ხომ ონიშენკოს გვარის ხარ, მე გაძლევ შენ ნამდვილ უკრაინულ სალას, ძეხვს და საუკეთესო ყველს“ - განუცხადა უკრაინელმა დეპუტატმა და გვერდით მიუჯდა ონიშენკოს, რომელმაც ურჩია: „შენ, საერთოდ, დაწყნარდი, წესიერად მოიქეცი“. იქვე მყოფმა რუსეთის ელჩმა დაცვას ანიშნა, რომ გასვლის დრო იყო და ონიშენკოც გაარიდა სკანდალებში გამოწრთობილ ლიაშკოს, რომელმა კმაყოფილებით ჩაილაპარაკა: „არ მეგონა, თუ ასეთი მშიშარა იყო. არ მოისურვა უკრაინულის ჭამა?!“ - მიაძახა

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ონიშენკო უკრაინელმა დეპუტატმა დარბაზიდან გააგდო1
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?2
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ3
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები4
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X