GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ახალი თბილისის“ მშენებლობა 2013 წელს დაიწყება
15:46 05.07.2012
დღის სიახლეები

„ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე, რომელიც დიღომში, „თბილისი მოლის“ მახლობლად აშენდება, გეოლოგიური და ტექნიკური სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ახალი მშენებლობა აქ 2013 წელს დაიწყება.

„ახალი თბილისი“ 230 ჰექტარი მიწის მონაკვეთზე აშენდება. იგი აეროპორტიდან 28, ხოლო ქალაქის ცენტრიდან 12 კილომეტრის დაშორებით იქნება. ეს ტერიტორია 5 ძირითად ზონად დაიყოფა. რეკრეაციული ზონა დაახლოებით 90 ჰექტარს დაიკავებს და მასში ბულვარი, ველოსიპედის ბილიკი, კაფე, რესტორანი და სკვერები გაშენდება.

პროექტი მოიცავს ადმინისტრაციულ ზონასაც, რომელიშიც სამინისტროები და ადმინისტრაციული უწყებები განთავსდებიან. დიპლომატიურ ზონას უცხო ქვეყნის წარმომადგენლობები დაიკავებენ. საცხოვრებელ ზონაში ხუთ და ორსართულიანი სახლები აშენდება და საშუალო ფენაზე იქნება გათვლილი. გაშენდება ისეთი მჭიდროდ დასახლებული კვარტლებიც, როგორიც გლდანსა და დიდ დიღომშია, და მათში 350 ათასი ადამიანი დასახლდება. კომერციულ და საოფისე ზონას სავაჭრო ცენტრები და ობიექტები, ასევე, ბანკებისა და კომპანიების წარმომადგენლობები დაიკავებს. აქვე იქნება თავმოყრილი საკონფერენციო, საგამოფენო და ბიზნეს ცენტრები შეხვედრებისთვის.

„ახალი თბილისის“ პროექტი საბოლოო სახეს 10-15 წლის შემდეგ მიიღებს. უახლოეს პერიოდში იგეგმება ინვესტორებისთვის კონკრეტული წინადადებების შეთავაზება.

იხ. ბმული

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დიმიტრი შაშკინი და ხატია დეკანოიძე გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდნენ1
გუბაზ სანიკიძე: ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება2
სამოქალაქო რეესტრი ყველაზე გავრცელებული გვარების რეიტინგს აქვეყნებს3
სტუდენტებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს4
მამაკაცი, რომელიც 6 თვე გულისა და პულსის გარეშე ცხოვრობდა, ღვიძლის პრობლემით დაიღუპა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X