GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური არასამთავრობოებს პასუხობს
18:13 05.07.2012
დღის სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციების  - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციას სცდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება, უწყება აღნიშნული არასამთავრობოების დასკვნის არაკომპეტენტურობის არგუმენტებს ასახელებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კონტროლის პალატა ასაბუთებდა სადავო კომპანიების ივანიშვილისადმი კუთვნილებას კომპანიათა გარკვეული თანამშრომლების ახსნა-განმარტებების საფუძველზე - რაც ცალმხრივი ანალიზის მორიგ მაგალითს წარმოადგენს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა მთელი სპექტრი, რომლითაც ერთიანობაში ეჭვმიუტანლად საბუთდება ბიძინა ივანიშვილის მიერ სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით შემოწირულობათა განხორციელება“- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში

მათივე თქმით, განცხადების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები თავად ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს და მათ საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი მასალების თაობაზე, თუმცა არასამთავრობოების განცხადებაში საერთოდ არ არის ნახსენები ის მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინა, როგორც სასამართლოს, ისე ივანიშვილის მხარეს.

„სრულიად გაუგებარია განცხადების ავტორთა აპელირება კახა კობიაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ნათესაური კავშირის ფაქტზე, რაც ივანიშვილის მხარესაც კი სადავოდ არ გაუხდია და არც უცდიათ ამგვარი კავშირის უარყოფა.

განცხადების ავტორი ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რომლებიც გვთავაზობენ ტენდენციურ ანალიზს, ფაქტების არასრული წარდგენის გზით, ობიექტური დამკვირვებლისათვის, ჩვენს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სრულიად ნათელი ხდება კობიაშვილისა და ივანიშვილის კავშირი და ამ უკანასკნელის მხრიდან, ოფშორული კომპანიების გამოყენებით უკანონო შემოწირულობის განხორციელება“- მიაჩნიათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ განცხადება - „რის გამო დაჯარიმდა ბიძინა ივანიშვილი“ - არ იძლევა პასუხს სათაურში დასმულ კითხვაზე, ვინაიდან მასში არ არის მოცემული დაჯარიმების სამართლებრივი საფუძვლის, აგრეთვე უკანონო შემოწირულობის განხორციელების სქემისა და სამართალდარღვევის ჩადენის მტკიცებულებითი მხარის ანალიზი.

„შესაბამისად, სრულიად გაუგებარი ხდება განცხადების დანიშნულება, სადაც მთელი მსჯელობა აგებულია არასრულად წარმოდგენილი ფაქტების ტენდენციურ განხილვაზე“- მიიჩნევენ უწყებაში.

აღნიშნული განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სიმსივნით დასახიჩრებული მამაკაცი საკუთარ სახეს დაიბრუნებს1
სალომე მახარაძე: ლაშა შუშანაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ2
მართვის მოწმობის მიღების ასაკი იცვლება3
სოციალური მომსახურები სააგენტოს განცხადება4
მეზობლებმა მცირეწლოვანი ბავშვი ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოიყვანეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X