GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯონ ბასი: საქართველოში მეუღლესთან ერთად, ტურისტად დავბრუნდები
20:43 05.07.2012
დღის სიახლეები
აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა საქართველოში თავისი სამწლიანი მოღვაწეობა დაასრულა. როგორც ბასმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 236-ე წლისთავთან დაკავშირებულ მიღებაზე განაცხადა, ის საქართველოში, მეუღლესთან ერთად, ტურისტად დაბრუნდება.

აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ჯონ ბასის ხელმძღვანელობდა ბაღდადის პროვინციული რეკონსტრუქციის გუნდს 2008-2009 წლებში. 2005 - 2008 წლებში ბასს ეკავა სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერაციების ცენტრის დირექტორის თანამდებობა. მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ოპერაციების ცენტრის საშუალებით, აშშ-მ რეაგირება მოახდინა 25 კრიზისულ სიტუაციაზე, მათ შორის მაგ. ქარიშხალ კატრინაზე პასუხად საერთაშორისო დახმარების კოორდინაცია და აშშ-ს მთავრობის მიერ 60 წლის მანძილზე ამერიკის მოქალაქეების ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია.

2004 - 2005 წლებში ბასი იყო ვიცე პრეზიდენტ ჩეინის სპეციალური მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის მიმართ პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებულ საკითხებში.

2002 - 2004 წლებში იგი მსახურობდა აშშ საელჩოში რომში, კურირებდა რა აშშ-ს ურთიერთობას იტალიის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორც მაგ. ადამიანის უფლებები, იმიგრაცია, ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და შრომის ბაზრის რეფორმა.

2000 - 2001 წლებში ბასი იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტროუბ ტელბოტის, შტაბის უფროსი და კოორდინაციას უწევდა რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების საკითხის განხილვისას, აშშ-ს პოლიტიკური კურსის განსაზღვრასა და ოპერატიულ დაგეგმვას. როგორც ტელბოტის სპეციალური თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში (1998 - 2000), ბასი აწარმოებდა მოლაპარაკებას იმ ამერიკული გუნდის მეშვეობით, რომელმაც მოაგვარა კოსოვოს სამხედრო კონფლიქტი ნატოს პირობებით და განსაზღვრა შემადგენლობა და მზადყოფნაში მოიყვანა სამშვიდობო ძალები კოსოვოში. 

ბასმა ბევრი გააკეთა ამერიკული პოლიტიკური კურსისა და  ინიციატივების შემუშავების კუთხით, რათა დაერწმუნებინა რუსეთი მიეღო ამერიკული სარაკეტო დაცვის სისტემები; აღეკვეთა იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების გავრცელება და შეემცირებინა ჩვეულებრივი იარაღის არსენალების მარაგი ევროპაში. მის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში შესრულებული სამუშაოები აგრეთვე მოიცავს მისიებს თურქეთში, კვიპროსში, ბენილუქსის ქვეყნებში და მონაწილეობას რუსეთ-ნატოს მოლაპარაკებებში. გარდა ამისა მისი მისიები მოიცავდა ბრიუსელისა და ნჯამენის საელჩოებსაც. ვიდრე შეუერთდებოდა საგარეო სამსახურს 1998 წელს, ბასი მუშაობდა გაზეთის რედაქტორად და პოლიტიკური კამპანიების კოლნსულტანტად.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
11 სექტემბრის ტერაქტიდან 11 წელი გავიდა1
სამართალდამცავებმა კანიბალი პოლიციელი დააკავეს2
ბაქოში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს3
მზია თორთლაძე: „იმედში“ საკადრო პოლიტიკა შეიცვლება4
მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილება შევიდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X