GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
11:37 04.04.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილის სარჩელი, კონტროლის პალატის მიერ დაჯარიმებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯის“ ივანიშვილის ადვოკატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მათი სარჩელი, რომლითაც ისინი ჯარიმის - 2.72 მილიონი ლარის  გაუქმებას ითხოვდნენ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ჯარიმა უცვლელი დატოვა.

„აღნიშნულ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე გაიმართა, სადაც მოსამართლემ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. მათი განცხადებით, იმ ფაქტის გასამყარებლად, რომ ივანიშვილმა ფიზიკურ პირებს ხელფასები გადაუხადა რაც შემდგომ უკან, კოალიციას გადაერიცხა, მოპასუხე მხარემ სატელევიზიო და საგაზეთო სიუჯეტები წარმოადგინა, რაც პირიქით, არსებული დრაკონული კანონის დარღვევასაც წარმოადგენს. სტატიებში ის ინტერვიუები იყო, სადაც სხვადასხვა ადამიანები ივანიშვილისგან მხოლოდ თანხის გადარიცხვას ადასტურებდნენ“,- განაცხადა ადვოკატმა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ისინი მეორე ინსტანციაში - სააპელაციო სასამართლოში, აუილებლად გაასაჩივრებენ.

„ჩვენ გვაქვს 10 დღიანი ვადა, რა დროსაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება უნდა მოხდეს. საჩივარი უკვე მზად არის და ჩვენ მას აუცილებლად შევიტანთ“,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, „უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით“, კონტროლის პალატამ 2.72 მილიონი ლარით დააჯარიმა.

„დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენდა 406,525 ლარს. საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა  272,597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი იმ პირებთან მიმართებაში,  რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული  იყო  ააიპ „ქართული  ოცნების“ პოლიტიკურ  და საარჩევნო მიზნებთან. შესაბამისად, უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 16 მარტს დაჯარიმდა ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი უკანონო დაფინანსების,- 272,597ლარის, ათმაგი ოდენობით“, - განაცხადეს კონტროლის პალატაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილი, კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, სვეტიცხოველში იმყოფება1
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ2
თერჯოლის საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია შეწყდა3
„მუსულმანთა უცოდველობის“ ავტორი ფილმის სრული ვერსიის გავრცელებას აპირებს4
ბიძინა ივანიშვილი „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X