GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რურუა: პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კომისია ათ დღეში შეიკრიბება
16:29 06.07.2012
დღის სიახლეები

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომა ათ დღეში ერთხელ შეიკრიბება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა,  ნიკოლოზ რურუამ განუცხადა.

მისი შეფასებით, წელს სამმაგი იუბილეა, რადგან უწმინდესის აღსაყდრებიდან 35 წელი გავიდა, სასულიერო ცხოვრების დაწყებიდან 50 წელი, ხოლო პატრიარქს  80 წელი უსრულდება.

„ამიტომ, სახელმწიფომ და საპატრიარქომ, ერთობლივი ძალებით სამმაგი იუბილის ჩატარება გადაწყვიტეს. ეს თარიღები იმსახურებს, რომ ყველაფერი ღირსეულად აღინიშნოს. მოხდება როგორც ისტორიული, ასევე მისი პირადი არქივიდან ქადაგებებისა და ეპისტოლეების გამოცემა და ამასთან, მისი ნაწარმოებები სხვადასხვა ფორმით შესრულდება“, – დასძინა მან.

დღეს, პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიას სხდომა გაიმართა. შეხვედრას კი, საპატრიარქოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, დევნილთა ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დაესწრნენ.

კომისიის ხელმძღვანელი დავით ბაქრაძეა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავს1
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების მიმართ იძულებითი აღსრულება დაიწყება2
პოლონეთის სეიმის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს გამართავს3
პრობაციონერები მინიფეხბურთის ტურნირში მონაწილეობენ4
თბილისმა თურქეთთან აფხაზეთის პორტში თურქული გემების შესვლის საკითხი დააყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X