GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მონიტორინგის სამსახური შპს „ბურჯს“ დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშაულებს
18:58 06.07.2012
დღის სიახლეები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით,  მონიტორინგის სამსახური შპს „ბურჯის“ და შპს „მენეჯმენტ სერვისის“ საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონთან“ შესაბამისობის თაობაზე გონივრული რწმუნების მისაღებად, აღნიშნული კომპანიების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლას ახორციელებს.

მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ იქირავა და საკუთარი სახსრებით გაარემონტა პარტიული ოფისები, თავადვე იხდის პარტიების კომუნალურ გადასახადებს, მათ შორის ინტერნეტით და მობილური ოპერატორებით სარგებლობის საფასურს. ამ უკანასკნელმა პარტიებისათვის ოფისების გარემონტება ბიძინა ივანიშვილისვე კომპანიას შპს „ბურჯს“ შეუკვეთა. შპს „ბურჯი“პარტიულ ოფისებში ასრულებს ძვირადღირებულ სარემონტო სამუშაოებს, თუმცა აყალბებს ოფიციალურ დოკუმენტაციას, აწარმოებს შავ ბუღალტერიას და ოფიციალურად აჩვენებს რემონტისთვის დახარჯულ მხოლოდ მიზერულ თანხებს. 

შპს „ბურჯის“ მიერ კონტროლის პალატაში წარმოდეგნილ დოკუმენტაციაში, აღმოჩნდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელში ასახული ციფრებიც რადიკალურად განსხვავდება შპს „მენეჯმენტ სერვისისთვის“ წარდეგნილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციისაგან და შესაბამისად, იძლევა იმ ფაქტის დასაბუთებულად ვარაუდის საფუძველს, რომ ამ ორმა კომპანიამ, ურთიერთშორის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა და თითოეულ ოფისის სარემონტო სამუშაობეზე გაწეული ათიათასობით ლარის ნაცვლად, ხარჯის სახით მხოლოდ მიზერული თანხები აჩვენა. 

შპს „მენეჯმენტ სერვისის“ და შპს „ბურჯის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმე განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. 

რადგან ზემოაღნიშნული აღნიშნული ფაქტი შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალსიწინებული დანაშაულის ნიშნებს, მონიტორინგის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტაცია შემდგომი შესწავლის მიზნით საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)1
დიმიტრი ქუმსიშვილი: ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან...2
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით3
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით მამაკაცი გარდაიცვალა4
კრიმინალური ქრონიკა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X