GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საია: კანონში შესულმა რეგულაციებმა, კონტროლის პალატა ულიმიტო უფლებამოსილებით აღჭურვა
15:52 04.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, დღეს, წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის პრეზენტაცია გამართა.

როგორც მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, კანონში შესულმა ბუნდოვანმა რეგულაციებმა, კონტროლის პალატა აღჭურვა ულიმიტო უფლებამოსილებით. კანონმა არ განსაზღვრა ცალკეული გადაწყვეტილებების მიღების პირობები, წესი და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლები.

საიას ინფორმაციით, კანონმა ასევე არ დაადგინა ის ცალკეული კრიტერიუმი თუ პირობა, რაც შებოჭავდა კონტროლის პალატის უფლებამოსილებას, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ცვლილებებით არ მომხდარა პროცედურის გაწერა, რის საფუძველზეც კონტროლის პალატა მიიღებდა გადაწყვეტილებას სუბიექტის "დაკავშირებულ პირად" მიჩნევის თაობაზე, თანახმად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 26 პრიმა მუხლისა; კანონმა არ განსაზღვრა, თუ რა საფუძვლით, რა შემთხვევებში შეიძლებოდა, კონტროლის პალატას მიემართა კონკრეტული პირისთვის ცალკეული ინფორმაციის მიღების მიზნით, ან რა შემთხვევაში შეეძლო, პარტიიდან, ადმინისტრაციული ორგანოებისა და კომერციული ბანკებიდან გამოეთხოვა ინფორმაცია პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით; კანონმა შექმნა მატერიალურ საფუძვლები და მიანიჭა კონტროლის პალატას უფლებამოსილება, ყადაღა დაედო პირის ქონებისათვის და მოეხდინა მისი თითქმის მთელი ქონების დაყადაღება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. შესაბამისი პროცედურული გარანტიების არარსებობის პირობებში, კონტროლის პალატას მიენიჭა განუზომელი უფლებამოსილება მიეღო სუბიექტური გადაწყვეტილებები და ნებისმიერ შემთხვევაში გამოეყენებინა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება“,- ნათქვამია ანგარიშში.

2011 წლის დეკემბრის ბოლოს, "კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კონტროლის პალატას დაემატა ახალი უფლებამოსილება, კერძოდ,  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსითა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მანანა კობახიძე: ჯარიმების გადაუხდელობით ჩაგრულის როლს არ ვირგებთ1
კახა კუკავა რუსეთში შეხვედრებს გამართავს2
ლადო გურგენიძე „სახალხო ბანკის“ ყოფილ მმართველს პასუხობს3
„თბილისობა 2012“ სადღესასწაულო ღონისძიებებით იქნება დატვირთული4
კონცერტზე ორი ადამიანი გარდაიცვალა და ცხრა დაშავდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X