GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგი უგულავამ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა დაათვალიერა
18:51 04.04.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს, „ბრიტანული ცენტრის“ მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა დაათვალიერა.

მშენებლობაზე ამჟამად 62 ადამიანი მუშაობს, ახალი სასწავლო წლიდან კი სკოლაში 60 ადამიანი დასაქმდება. სამ სართულიანი შენობა 3 000 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება. სკოლაში მოსწავლეები საცურაო აუზით, ღია და დახურული სპორტული დარბაზებითა და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით ისარგებლებენ.

მერიის ინფორმაციით, თითოეული ოთახი საჭირო, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება. 450 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში 60 ადამიანი დასაქმდება, მათ შორის 40 პედაგოგი და ადმინისტრაციის 20 თანამშრომელი. სკოლის გარე ტერიტორია გამწვანდება და მოეწყობა ავტომობილების პარკირების ადგილები. მშენებლობა 2012 წლის 1 აგვისტომდე დასრულდება.

„ქალაქის განვითარების მიზნით, თბილისში  არაერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. სხვადასხვა სფეროში მიმდინარე სამუშაოები გაზაფხულზე აქტიურ ფაზაში გადავიდა. გამოცოცხლება დაეტყო, როგორც სამშენებლო სექტორს, ასევე ყველა იმ დარგს, რომელიც თბილისში  ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და შესაბამისად,  სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. აღმშენებლობის პროცესში მიმდინარე სამუშაოებზე  ათასობით თბილისელი საქმდება. ყოველივე ეს კი ქალაქის ეკონომიკის განვითარებასა და თბილისელების კეთილდღეობას ემსახურება“,- აცხადებენ მერიაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 31 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს1
კახი კალაძემ მოადგილეები წარადგინა2
დავით ნარმანია: კითხვის ნიშნები მხოლოდ ლაზიკასთან დაკავშირებით არსებობს3
გურჯაანის სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა4
დემეტრაშვილი: ძალოვანი მინისტრების დანიშვნაზე პრემიერს პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X