GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მერია პროექტ – „დაგეგმე ბიუჯეტი თბილისის მერიასთან ერთად“ პოლიტიზირებას უარყოფს
11:23 12.07.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერია 39-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის, რუსუდან წიკლაურის ბრალდებას, რომელიც თბილისის მერიას პროექტის – „დაგეგმე ბიუჯეტი თბილისის მერიასთან ერთად“ პოლიტიზირებაში ადანაშაულებდა, უარყოფს. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ტელეკომპანია ‘’მაესტროს" ეთერში, 5 ივლისს გასული გადაცემის „აკრედიტაციის გარეშე“ რესპოდენტი რუსუდან წიკლაური, 2008 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარდგენით, 39-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრია.

თბილისის მერიას, კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ თანახმად  საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებში ჰყავს  წარმომადგენლები, რათა  სრულყოფილი ინფორმაცია  მივიღოთ სკოლების შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში დავეხმაროთ  თბილისის საჯარო სკოლებს.

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეს, როგორიც არის მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათ პრობლემებზე მონიტორინგი, რუსუდან წიკლაური, როგორც თავად ამბობს, ფორმალობად  მიიჩნევდა და გულგრილად ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობას. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებში, თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენლების ჩართულობით,  ეფექტური სისტემის არსებობა, რაც თბილისის საჯარო სკოლების განვითარებას ისახავს მიზნად. რუსუდან წიკლაური აგრძელებს მუშაობას სამეურვეო საბჭოში და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ის უფრო მეტი ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

რაც შეეხება რუსუდან წიკლაურის განცხადებას,  თითქოს  პროექტი „დაგეგმე ბიუჯეტი თბილისის მერიასთან ერთად“  ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს  არის ტყუილი. გამოკითხვა თბილისის მერიის მიერ უკვე მეოთხე წელია ტარდება. კითხვარი წინასწარ ქვეყნდება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  და მას არასდროს ჰქონია პოლიტიკური შინაარსი. თბილისის მერია თბილისის ბიუჯეტის საკრებულოში წარდგენამდე, მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ადგენს ბიუჯეტის პრიორიტეტებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2011 წლის ნოემბერში თბილისის მერიამ გამგეობების, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით, ყოველგვარი საბიუჯეტო ხარჯების გაწევის გარეშე, ჩაატარა გამოკითხვა. კითხვარი 28 პუნქტისგან შედგებოდა და ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა მოენიშნა მისთვის პრიორიტეტული საკითხები, რაც საფუძვლად დაედებოდა ქალაქ თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარსადგენი ბიუჯეტის პროექტის ჩამოყალიბებას. მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ იმ კითხვარს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო და არის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.“

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ღლონტი: მედია სრულად გადავა "ქართული ოცნების“ ხელში1
ბათუმში ორი პაციენტი გარდაიცვალა2
პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი3
მექსიკურმა ტელეკომპანიამ მფრინავი თეფშის ვულკანში ვარდნის კადრები გადაიღო (VIDEO)4
ნორა კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X