შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ადვოკატირების შესახებ პრეზენტაცია გაიმართება
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს, პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“ს ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაციიდან აცნობეს, პროექტი მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზაციის, მათთვის უფრო ხელსაყრელი სამართლებრივი და სოციალური გარემოს შექმნისა და ამ საქმეში აქტიური და ქმედითი მონაწილეობისთვის ფართო საზოგადოების წარმომადგენელთა ინფორმირებისა და მზაობის ხელშეწყობაზე.
პროექტი განხორციელდა 2010-2012 წლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ასევე, ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია დეას და პროექტის პარტნიორების საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ორგანიზაცის ადამიანის უფლებები – XXI საუკუნე - "ადამის" მიერ პროექტის ასოცირებული წევრების - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" მონაწილეობით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პრეზენტაციაზე ასევე, წარმოდგენილი იქნება, გამოცემული წიგნი "განათლება და დასაქმება – გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციისაკენ".
“შეხვედრაზე მიწვეული არიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განთლებისა და მეცნიერების კომიტეტების, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის, განათლებისა და მეცნიერების, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელისუფლებო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები“,- აცხადებენ ორგანიზატორები.
Internet.ge