GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იტალიელი ინვესტორები საქართველოში სამშენებლო მასალების საწარმოს გახსნიან
18:02 14.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს მარიო ჩაჩას შეხვდა, რომელიც ქვეყანაში ინფრასტრუქტურის დარგს კურირებს. დელეგაციამ მოლაპარაკებები გამართა იტალიის მშენებელთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტთან ჯან-დომენიკო გელასთან და ქვეყანაში მოქმედ მსხვილ ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელ პირებთანაც.

აღნიშნული შეხვედრების მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, საქართველოში, სამშენებლო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა გახლდათ. იტალიურმა მხარემ საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა. რამაზ ნიკოლაიშვილი და მარიო ჩაჩა მიმდინარე წლის ივლისში ორ ქვეყანას შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმებენ, ხოლო სექტემბერში ეს უკანასკნელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება ქართველი და იტალიელი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრაზე იმუშავებს.

იტალიური სამშენებლო კომპანიები ქართულ ბაზარზე შემოსვლით და საქართველოში სამშენებლო სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ, რაც დამატებით, ასეულობით სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი იტალიაში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფის - ”კალტაჯირონეს” პრეზიდენტს შეხვდა. მან სურვილი გამოთქვა, საქართველოში სამშენებლო მასალების მსხვილი საწარმო გახსნას, რომელიც ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის სამშენებლო მასალების წარმოების თვალსაზრისით ჰაბის ფუნქციას შეასრულებს.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დევნილები და სოციალურად დაუცველი პირები შიმშილობას განაგრძობენ1
გზების რეაბილიტაციისათვის 6 მილიონ ლარამდე ღირსებულების ტენდერი გამოცხადდა2
რუსი ექსპერტი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება და პარლამენტს დაითხოვენ3
საარჩევნო სუბიექტები აუდიტის სამსახურს ანგარიშებს წარუდგენენ4
კოსტავას გამზირი გადაკეტილია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X