GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო
12:59 05.04.2012
დღის სიახლეები

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო. დირექტორობის მსურველთა კომპიუტიზირებული გამოცდა 2012 წლის 12 აპრილამდე გაგრძელდება. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება და შეფასება სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის ფინანსური მართვა, ლოგიკური მსჯელობა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. 

კონკურსანტებს ელექტრონული გამოცდის ჩასაბარებლად 2 საათი და 30 წუთი ეძლევათ. კონკურსში მონაწილეობას, დირექტორების მოვალეობის შემსრულებელთა გარდა, ის მოქალაქეებიც იღებენ, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ, მაგრამ აქამდე სკოლის დირექტორად არ უმუშავიათ.  

საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპის, კომპიუტიზირებული გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველი მეორე ეტაპს, გასაუბრებას გაივლის.  თითოეული მათგანი გასაუბრებაზე სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული კომისიის წინაშე პრეზენტაციას წარადგენს.

ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეული პირები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, რის საფუძველზეც, მათ დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით მიენიჭებათ. სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე მათი წარდგენა კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოხდება, რის შემდეგაც  თითოეული კანდიდატის არჩევაზე გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო მიიღებს.

მასწავლებლის სახლში მიმდინარე კონკურსს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი აკვირდებოდნენ.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მატარებლების მოძრაობა ორი საათით შეწყდება1
ავღანეთში კაპრალი მინდია აბაშიძე გარდაიცვალა2
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაცია განხორციელდა3
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობებს არ დატოვებენ4
საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებულთა შორის 6 ბავშვია (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X