GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა
12:30 17.07.2012
დღის სიახლეები

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თვრამეტმა უცხოელმა ქართული ენის შესწავლა დაიწყო. პროგრამა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ”ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის” ფარგლებში ხორციელდება. სკოლის გახსნას დღეს,  ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დაესწრო.

პროექტში ქართული ენითა და დამწერლობით დაინტერესებული უცხოელები მონაწილეობენ.  სპეციალური სასწავლო პროგრამა როგორც აკადემიურ, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო კურსს მოიცავს. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მაღალკვალიფიციური მეცნიერები ჩაატარებენ.

სტუდენტები აშშ-დან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, მაკედონიიდან, ირანიდან და სომხეთიდან ათი დღის განმავლობაში ქართულ გარემოში იცხოვრებენ, საქართველოს კუთხეებს დაათვალიერებენ და  ქართულ კულტურას გაეცნობიან.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ საზაფხულო სკოლას დააფინანსებს. პროექტის მიზანია ქართველოლოგიურ სამეცნიერო მიმართულებებში უცხოელი მკვლევარების ჩართვა და ზოგადად, ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია.

 

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მსხვერპლით დასრულდა1
ფრიდონ თოდუამ გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაცია მიიღო2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 4 სექტემბრისთვის3
აშშ ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელებზე ვიზების გასაცემად მზადაა4
ბასიშვილი: კადრებში ჩანს როგორ იგინება კალაძე და დედისტოლ ქალებს აგრესიულად მიმართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X