GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საია „ქართული ოცნების“ წევრების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ითხოვს
11:51 18.07.2012
დღის სიახლეები

საია „ქართული ოცნების“ წევრების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საია-ს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ისინი ითხოვენ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შეწყდეს და მასალები რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეგზავნოს.

„შსს-ს განცხადებაში აღწერილი ქმედებების კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაშიც კი, სრულიად შეუსაბამო, არაპროპორცული და უკანონოა დაკავებულ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მსჯელობა, ვინაიდან სახეზე არ არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნული კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად, მოვუწოდებთ  პროცესის მწარმოებელ ორგანოს, შეწყვიტოს მოცემულ საქმეზე გამოძიება და მასალები რეაგირებისათვის გადაუგზავნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

საია-ს განცხადებით, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ დაკავებულ პირებს:  მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილსა და ტარიელ ქარდავას ბრალი არ წარედგინებათ ამომრჩევლისათვის მატერიალური და არამატერიალური ქონების გადაცემაში/შეთავაზებაში, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის მთავარი კომპონენტია.

„გამოძიების ხელთ არსებული მასალები მხოლოდ უკანონო საწევრო შენატანებსა ან უკანონო შემოწირულებებზე მიუთითებს და არავითარ შემთხვევაში ამომრჩევლის მოსყიდვაზე. უკანონო საწევრო შენატანებისა და შემოწირულებების განხორციელება, რასაკვირველია, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, თუმცა ის ისჯება როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არა როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ოპერატიული ღონისძიების იმგვარად დაგეგმვასა და განხორციელებაზე, რომ გამოირიცხოს დანაშაულის პროვოკაციის ნიშნების არსებობა“,- აცხადებენ საიაში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გუშინ, „ქართული ოცნების“ წევრები: მერაბ კაჭახიზე, თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა დააკავეს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის კანდიდატურები შეცვალა1
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება2
სირიაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა სასტუმროსთან ააფეთქება მოხდა(VIDEO)3
საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება4
რუსი ექსპერტი: კრასნოდარის სტიქიამ შეიძლება პუტინი ჩაძიროს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X