GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (16 - 22 ივლისი)
23:54 20.07.2012
დღის სიახლეები

ვერძი: საკმაოდ რთული და არაერთგვაროვანი პერიოდია. ბევრ დროს წაგართმევთ სახლის საქმეები, თუმცა ოჯახური სიტუაცია მეტად განგაწყობთ საქმისა და შემოქმედებითი მუშაობისათვის. გუნება-განწყობის ხშირ ცვლილებებს ნუ დააბრალებთ ახლობლებს, რადგან არავინ მოისურვებს თქვენს გვერდით ყოფნასა და კრიტიკის მოსმენას. სირთულეები ელის საქმიან კავშირებსაც. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერტობას. მათი წარმატებები თქვენთვის დიდი სტიმული იქნება. ეცადეთ ეს დრო გამოიყენოთ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და დასვენებისათვის.

კურო: ზედმეტად ოპტიმისტუად ნუ განეწყობით, რათა არ დაგეკარგოთ მომავლის ჭვრეტის და საქმეების დაგეგმვის სურვილი. გაიზრდება გადაადგილებების, მოგზაურობების, კონტაქტების, შეხვედრების რაოდენობა. გადაუდებელი საქმეები დაუკავშირდება ოჯახს, ახალ შენაძენებს ან რემონტს. სამსახურში წარმატებებზე იქნება დამოკიდებული თქვენი ფინანსური მდგომარეობაც და თავისუფლებისა და თავდაჯერებულობის შეგძნებაც. არ დაარღვიოთ კანონი და წესრიგში გქონდეთ საბუთები. კარგია მკურნალობის ჩატარება. მოგზაურობა კი გადადეთ და ეცადეთ დაისვენოთ ოჯახისწევრების წრეში.

ტყუპები: კომფორტის, უსაფრთხოებისა და მატერიალური კეტოლდღეობის მოთხოვნილება ძალზედ გაგეზრდებათ. თუ არ იზარმაცებთ, შესძლებთ შემოსავლების გაზრდას და შესაძლოა დამატებითი სამუშაო ადგილიც აღმოაჩინოთ. მიუხედავად ამისა, ნუ დახარბდებით სწრაფ შემოსავალზე და ახლობლებთან ურთიერტობას პრაგმატულსა და გათვლილს ნუ გახდით. ძველი მიზნები და ოცნებები შესაძლოა ილუზიად მოგეჩვენოთ, რაც ახალი გეგმებისა და მიზნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მოგზაურობისას მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს

კირჩხიბი: ეს პიროვნული თვისებების გამოვლენის, შემოქმედებითად მუშაობის პერიოდია. შემოსავლების რაოდენობა დამოკიდებული იქნება თქვენს გარეგნობასა და მანერებზე და იმაზე, თუ როგორ წარმოადგენთ თქვენს თავს სხვების წინაშე. თქვენს აზრსა და იდეებს დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ ახლობლები, მაგრამ მიზნის მისაღწევად მოგიწევთ ფარულად, საიდუმლოდ მომქედება. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ან მეუღლესთან ღია კონფრონტაციას და ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ერთად.

ლომი: შშემოსავლები დამოკიდებულია თქვენს ძალისხმევაზე, თუმცა ფინანსებთან დაკავშირებით შეიძლება შეიქმნას ორაზროვანი სიტუაციებიც, რადც დაუკავშირდება დეზინფორმაციას, ტყუილს, საბუთებში შეცდომებსა და დანაკარგებს. კარგი დროა საკუთარ კომპექსებში და ემოციურ პრობლემებში გასარკვევად. მშვიდი სიტუაცია ხელს შეუწყობს შემოქმედებით მუშაობას, ფარული ნიჭის გამოვლენას. კარგი დროა ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაგარეთ დასავენებლად გასამგზავრებლად, ბუნებაში მოსადუნებლად.

ქალწული: გახშირდება მეგობრული შეხვედრები. მათ ცხოვრებაში მიმდინარე ნებისმიერ სიახლეს გულთან ახლოს მიიტანთ და გაითავისებთ. პროფესიონალური საქმიანობის დიდი ნაწილი დამალული იქნება საზოგადოებისგან და შეიძლება საიდუმლო ელფერიც კი ჰქონდეს, რის გამო პერიოდულად შენელდება ან დამუხრუჭდება საქმეცა და შემოსავალიც. ვიწრო წრეში ლიდერობა პოპულარობას მოგიტანთ. თქვენ ადვილად შესძლებთ ადამაინებით მანიპულირებას, თუმცა საყვარელ ადამიანს ნუ მოატყუებთ, რათა ეს ხმაურიან სკანდალში არ გადაიზარდოს.

სასწორი: ენერგიული და შრომისუნარიანი იქნებით. გაიზრდება ორგანიზებულობა და შემოქმედებითი უნარი. გულღია და მეგობრულ დამოკიდებულებას ადვილად შეუთავსებთ დიპლომატურობასა და ქედმაღლობას. ხელისუფლების ნბისმიერ წარმომადგენელთან ადვილად იპოვით საერთო ენას და მიაღწევთ საწადელს ნებისმიერ ინსტანციაში. გუნება-განწყობის ცვლილებებისას გააკონტროლეთ საკუთარი ქცევები. სხვათა გადმობირების და დარწმუნების უნარით ადვილად მოიპოვებთ ფარული ლიდერის პოზიციას.

მორიელი: შესაძლოა მოგიწიოთ სადმე გამგზავრება, მივლინებაში ან უბრალოდ დასასვენებლად. პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარების უნარზე იქნება დამოკიდებული თქვენი პროფესიონალური საქმიანობის წარმატება და წინსვლა. გაიზრდება შეხვედრებისა და მოლაპარაკებების რაოდენობა, მათ შორს დამსაქმებლებთან, მაღალი თანამდებობის მქონე და ავტორიტეტულ ადამიანებთან. შეიცვლება სოციალური სტატუსიც. შესაძლოა შეიცვალოს სიტუაცია სამსახურშიც. პირად ცხოვრებაში კი თავს მშვიდად და ჰარმონიულად იგრძნობთ.

მშვილდოსანი: საქმეებში შეფერხებები დაუკავშირდება დაგვიანებებს, შეცდომებსა და გაუგებრობებს, საბუთების კარგვასა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენებას. ეს კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად, ადრინდელი ვალებისაგან გასანთავისუფლებლად, სასწავლებელში აღსადგენად ან მიტოვებული სწავლის გასაგრძელებლად. მოგზაურობისას ყურადღებით იყავით საბუთების, ტვირთისა და ფულის მიმართ. ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს და გაუაზრებლად ნუ გარისკავთ. რომანტიულ ურთიერთობებს ნუ გააბამთ უცნობებთან.

თხის რქა: ეცადეთ იმგვარად მოაგვაროთ სახლისა და სამსახურის საქმეები, რომ არ წარმოქმნათ დამატებითი პრობლემები და კონფლიქტები. ნუ ეცდებით დიქტატორული თვისებების გამოვლენას და მეტად მომთმენი იყავით ახლობლებთან. ეს დრო არ უწყობს ხელს ახალი საქმეების დაწყებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. დაშვებული შეცდომები სჯობს დროულად გამოასწოროთ და არ მოაწეროთ ხელი გადაუმოწმებელ საბუთებს. სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს თქვენი დაღლილობისა და უხეშობის გამო.

მერწყული: მეტ დროს გაატარებთ ხალხთან ურთიერთობისას, მაგრამ ვერავინ მიხვდება, თუ რა გინდათ სინამდვილეში და რას მოიმოქმედებთ შემდეგ წუთში. ამ პერიოდში დაგჭირდებათ სამუშაო, რომელიც არ მოითხოვს მკაცრ გრაფიკსა და დისციპლინას, რადგან მეტად შემოქმედებით და იმპროვიზირების განწყობაზე იქნებით. ახალ პროექტებს ჯერ ნუ დაიწყებთ, რადგან ბევრი წვრილმანი თქვენს შრომას ფუჭს გახდის. გადაამოწმეთ საბუთებიც. პირად ცხოვრებაში ერთფეროვნება შესაძლოა დამღლელი მოგეჩვენოთ.

თევზები: რთული პერიოდია, ნებისმიერმა ცვლილებამ შესაძლოა დაგირღვიოთ შინაგანი წონასწორობა. თუმცა თვითკონტროლის შემთხვევაში საოჯახო სიტუაცია ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ წინსვლას. დახმარებას გაგიწევენ ოჯახის უფროსი წევრებიც. შემოსავალმა შეიძლება დაიგვიანოს, რის გამოც დაფიქრდებით შემოსავლის ახალ წყაროზეც. მოერიდეთ ალკოჰოლუ სასმელებსა და გამაბრუებელ საშუალებებს, რათა არ გაირთულოთ მდგომარეობა. სიფრთხილეა საჭირო გადაადგილებისას, რადგან მაღალია ტრავმირების ალბათობა.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ახალი საფოსტო მარკები: მესტია, ბაკურიანი, გუდაური ...1
მატარებელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა2
უმცირესობა კახი კალაძეს პარლამენტში იბარებს3
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე4
იუსტიციის სამინისტრო ბაჩო ახალაიას პროკურატურაში ყოფნის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X