GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მედიასაშუალებების წარმომადგენლები „მაესტროს“ ქონებაზე ყადაღის მოხსნას ითხოვენ
11:48 23.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს მედიასაშუალებებმა, მიმართვა „მედია ინფორმაციის შეზღუდვის წინააღმდეგ“  გაავრცელეს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მედიასაშუალებების წარმომადგენლები, „მაესტროს“ ქონებაზე, დაუყოვნელბივ ყადაღის მოხსნას ითხოვენ. ასევე, აღნიშნული ქონების უკან ტელეკომპანიისთვის დაბრუნებას.

აღნიშნულ განცხადებას „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

"ტელეკომპანია "მაესტროს", პროკურატურის შუამდგომლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩამოართვეს მისი კუთვნილი დიდი რაოდენობის სატელიტური ანტენები და სხვა ტექნიკური საშუალებები, რითაც ის აპირებდა, საკუთარი პროდუქტი - ამ შემთხვევაში ინფორმაცია - მეტი ადამიანისთვის მიეწოდებინა, რაც ყველა მედიასაშუალების ბუნებრივი მიზანია. ეს ტექნიკა მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, მიეღო სხვა ტელეარხებიც ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მათ შორის, "მაესტროსგან" დიამეტრულად განსხვავებული პოზიციის მქონე ტელევიზიებიც. მიგვაჩნია, რომ "მაესტროსთვის" ტექნიკის უკანონოდ ჩამორთმევამ, ერთის მხრივ, შელახა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და, მეორეს მხრივ, ადამიანის უფლება, მიიღოს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული აზრი და ინფორმაცია. პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რაც შემდეგ სასამართლომ გაიზიარა, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ გაცხადებული დემოკრატიული განვითარების პრინციპებთან და ხელს უშლის მოქალაქეების მიერ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ჩვენ ამას აღვიქვამთ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. აღვნიშნავთ იმასაც, რომ სრულიად მიუღებელია მედიის წინააღმდეგ, პოლიტიკური მიზნებით, ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება, როგორიცაა პროკურატურა და სამართლო. ჩვენ, მედია-საშუალებების წარმომადგენლები მოვითხოვთ დაუყოვლებლივ მოიხსნას ყადაღა "მაესტროს" კუთვნილ ქუნებაზე და დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს",- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge



აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პატიმართა წამებაში ბრალდებული კიდევ 2 პირი დააკავეს1
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა2
თინათინ ბოკუჩავა: შემაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნება“ NDI-ის და IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების დისკრედიტაციას განაგრძობს3
მედიასაშუალებების წარმომადგენლები „მაესტროს“ ქონებაზე ყადაღის მოხსნას ითხოვენ4
კარალეთში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X