GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საია აუდიტის სამსახურს წყალმომარაგების კომპანიის აქციის შესწავლის თხოვნით მიმართავს
16:19 24.07.2012
დღის სიახლეები

საიამ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აქციასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

როგორ განცხადებაშია ნათქვამი, ჩნდება ეჭვები, რომ კომპანიის აქციით, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა ხდება.

ამა წლის 18 ივლისს, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ საკუთარ ვებ-გვერდზე წამახალისებელი აქციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული კომპანია იწყებს ახალ აქციას სახელწოდებით „გადაიხადე მხოლოდ 50%“. აქციის ფარგლებში, რეგიონებში 2010 წლიდან დღემდე დავალიანების მქონე ყველა აბონენტს გადასახადი გაუნახევრდება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს აქციის მოქმედების პერიოდი: ის დაიწყო 18 ივლისს და გრძელდება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე. გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო 100%-იან წილს ფლობს აღნიშნულ კომპანიაში, ხოლო მის მიერ ინიცირებული აქციის მოქმედების პერიოდი წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, ჩდება ეჭვები და კითხვები, ხომ არ წარმოადგენს აღნიშნული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევას ან უფრო მეტი, ამომრჩევლის მოსყიდვას ხომ არა აქვს ადგილი“,- ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხთან დაავშირებით, საია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს.

„მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, უწყებათშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და სამართალდამცავ ორგანოებს:

შეისწავლონ შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზემოაღნიშნული საქმიანობა, დაადგინონ, რითია განპირობებული აქციის წარმოება დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში და არის თუ არა ის მოგებაზე ორიენტირებული; დაადგინონ, წამახალისებელი აქციის დაგეგმვის პროცესში ხომ არ ჰქონდა ადგილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დავალებების გაცემას კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ;  დაადგინონ, ხომ არ აქვს ადგილი ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულს მმართველი პარტიის სასარგებლოდ; საქმის გარემოებების სათანანდოდ, მიუკერძოებლად და სრულყოფილად შესწავლის შემდეგ გაატარონ კანონით გათვალისწინებული ზომები“,- აცხადებენ საიაში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გორში, მეათე საარჩევნო უბანზე, "ქართული ოცნების" წევრები არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან1
ხაინდრავა ქურდებს დახმარების სანაცვლოდ საქართველოში ავტორიტეტის აღდგენას ჰპირდებოდა2
მოსკოვის მერიამ ოპოზიციას მილიონების მარშის გამართვაზე უარი უთხრა3
პოლიციამ „ქართული ოცნების“ ღობის დაზიანების ფაქტზე დავით ხაჩატურიანი დააკავა4
მიხეილ სააკაშვილი: ჰილარი კლინტონი დღემდე ვერ გამოდის იუსტიციის სახლის შთაბეჭდილებიდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X