GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ოლიმპიელი სპორტსმენების ფულადი ჯილდოების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
18:46 26.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოლიმპიელი სპორტსმენების ფულადი ჯილდოების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, 1,2 მილიონის ნაცვლად სპორტსმენები ჯილდოს მიღწეული შედეგებისა და მედლების საერთო ოდენობის მიხედვით მიიღებენ:

„საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რამდენიმე მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენთა ფულადი ჯილდოების ოდენობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. მედიასაშუალებებში გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ოქროს მედალოსან ქართველ სპორტსმენებს ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ სახელმწიფო 1 200 000 აშშ დოლარით დააჯილდოვებს.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არ მიიჩნევს ეთიკურად მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, მაშინ, როდესაც ოლიმპიადაზე წასულ თითოეულ ქართველ სპორტსმენს წინ საკმაოდ დაძაბული ასპარეზობა ელის.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ლონდონის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული ინდივიდუალური და გუნდური სახეობის სპორტსმენებისთვის სახელმწიფოს ნამდვილად აქვს გათვალისწინებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოები, თუმცა ამ ჯილდოს კონკრეტული ოდენობა თითოეული სპორტსმენისთვის განისაზღვრება მიღწეული შედეგებით და მედლების საერთო ოდენობით. შესაბამისად,  2012 წლის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოს ოდენობა ცნობილი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ,“ - ნათქვამია განცხადებაში.


Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
Rope-Jumping-ის კომპანია ბიძინა გუჯაბიძესა და მის შვილს ეკუთვნის1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
სამომხმარებლო ფასების დონე 0.9 პროცენტით შემცირდა3
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ4
მინდია გულუა „პრესა.ჯი“-ს კალაძესა და ე.წ. "ქურდული სხადნიაკის" შესახებ ესაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X