GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (23-29 ივლისი)
23:44 26.07.2012
დღის სიახლეები

ვერძი: ოჯახისწევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ, რადგან თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ იქნება მარტივი. ძალზედ გაიზრდება თქვენი დამსახურებებისა და ნიჭის აღიარებისა და დაფასების მოთხოვნილება. განწყობაც მეტად რომანტიული გექნებათ, თუმცა ხშირი სასიყვარულო შეხვედრები და მრავალფეროვანი ფლირტი ხელს შეგიშლით მიზანდასახუალად მუშაობაში. პირად ურთიერთობებში შეიძლება გაგიჩნდეთ დეჟავუს შეგრძნება.

კურო: ამ პერიოდში არაა რეკომენდებული სარისკო ოპერაციებისა და ფინანსური ოპერაციების მეშვეობით გამდიდრება. მოერიდეთ ფულის მეგობრებთან ერთად საქმეში დაბანდებასაც, რადგან არსებობს მოტყუების, მოპარვის, ან სტიქიური ავარიის შედეგად მათი დაკარგვის ალბათობა. ორაზროვანი სიტუაციიდან რთული იქნება თავის დაღწევა. მოერიდეთ  ძველ მეგობრებთან ან პარტნიორებთან კავშირის გაწყვეტას, რათა შემდგომ არ ინანოთ.დაძაბულობა შეიძლება გახდეს ავადმყოფობის მიზეზი. მოგზაურობა არაა მიზანშეწონილი.

ტყუპები: გაიზრდება მოგზაურობების, გადაადგილებების, კონტაქტების რაოდენობა, გაიცნობთ ახალ და სასიამოვნო ადამიანებს. ნებისმიერ წრეში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, რაც დადებითად აისახება თქვენს ფიზიურ მდგომარეობაზე და შემოქმედებით უნარზე. გაიზრდება ენერგიულობაც, მარგამ ეცადეთ თავი შეიკავოთ აგრესიისაგან და არ იკონფლიქტოთ საყვარელ ადამიანტან და ოჯახისწევრებთან. შესაძლოა პირად და სასიყავრულო  ურთიერთობებში გაიზარდოს ტყუილებისა და ღალატის ალბათობაც.

კირჩხიბი: თქვენი აზრები დაუკავშირდება საქმიან კონტაქტებსა და ფინანსურ საკითხებს. გამოიყენეთ მიღებული ცოდნა და ბანალურ სიტუაციებში მიიღეთ ორიგინალური გადაწყვეტილებები. თქვენი პროფესიონალური სამუშაო ხშირად სხვათა ყურადღების მიღმა დარჩება, რაც მოგცემთ ფარულად მუშაობისა და მოქმედების საშუალებას. შესაძLოა იმუშავოთ სახლის პირობებშიც. მიუხედავად ამისა, ფარულმა ცხოვრებამ შეიძლება შიში გაგიჩინოთ. გაიზრდება თავისუფლების მოთხოვნილება, რაც ხარვეზებს გააჩენსსაქორწინო და სასიყვარულო ურთეირთობებში.

ლომი:  ბევრი ფული დაგეხარჯებათ ოჯახზე, მის კეთილმოწყობაზე, რემნტსა და ახალ ნივთებზე. მეტი ყურადღებაა საჭირო ფინანსური ოპერაციების ჩატარებისას, რათა არ დაუშვათ შეცდომები ან არაფერი გამოგრჩეთ. როგორც არ უნდა გთხოვდნენ ახლობლები, ეცადეთ გადადოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს და მოერიდეთ კაპიტალდაბანდებებს. მეუღლესთან ერთად შესაძლოა მოგიწიოთ შორეული მოგზაურობის დაწყება, რაც სასიკეთოდ აისახება თქვენს შინაგან სამყაროსა და მსოფლმხედველობაზე. 

ქალწული: შესაძლოა მოიკლოს ან დააგვიანოს ხელფასმა, რის გამოც დაიწყებთ შემოსავლის დამატებითი წყაროს ან დაფინანსების ძიებას. საქმიანი პარტნიორებისა და მეუღლის მხრიდან დახმარების იმედი ნუ გექნებათ მაშინაც კი, თუ დაგაიმედებენ და რამეს დაგპირდებიან. შესაძლოა აღმოჩნდეთ არაერთმნიშვნელოვან სიტუაციაში, გამოაშკარავდეს ტყუილი, ან ღალატი, რაც ცუდად იმოქმედებს კარიერაზე, ავტორიტეტსა და რეპუტაციაზე. მოგზაურობა სჯობს გადადოთ და ყურადრება მიაქციოთ ჯანმრთელობას.

სასწორი: მოერიდეთ სიზარმაცესა და ფუფუნებისადმი ლტოლვას. თავს მშვიდად იგრძნობთ ჩვეულ ჰარმონიულ სიტუაციაში და შეძლებთ სამომავლო სტრატეგიის ზუსტად ჩამოყალიბებას. სიკეთითა და კეკლუცობით ადვილად შენიღბავთ თქვენს ჭეშმარიტ სურვილებსა და ეგოიზმს და ადვილად მიაღწევთ საწადელს. შესაძლოა გაგიჩნდეთ არაჩვეულებრივი იდეები, გრანდიოზული გეგმები, თუმცა მათი განხორციელება სჯობს გადადოთ. შესაძლოა მოგიწიოთ უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობა, რაც კარგ შემოსავალს გპირდებათ.

მორიელი: მოგიწევთ მიიღოთ საქმესა და კარიერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შესაძლოა შეგეცვალოთ ცხოვრებისეული მიზნები და გეგმები, რაც მოითხოვს თქვენსგან მრავალფეროვან უნარებსა და უჩვეულო ცოდნას. ახალი პროექტები საოცრად გაგიტაცებთ და შეიძლება ჩაებათ საინტერესო საზოგადოებრივ საქმიანობაში, რის გამოც პირად ცხოვრებისთვის ცოტა დრო დაგრჩებათ. ხელმძღვანელი პირები მნიშვნელობას მიანიჭებენ თქვენს აზრს, ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება სჯობს გადადოთ.

მშვილდოსანი: სასმომავლო ქმედებები წინასწარ დაწვრილებით განიხილეთ, რათა შეძლოთ ძველი საქმის წინ წაწევა. ახალ საქმეებს კი ნუ დაიწყებთ, რადგან გაგიჭირდებათ ყველაფრის განსაზღვრა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. ეს კარგი დროა მოგზაურობებისა და საკუთარი შემოქმედებისა და ნიჭის დემონსტრირებისათვის. მიუხედავად ამისა, გზაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გაუთვალისწინებელ შემთხვევებს. საყვარელ ადამიანთან კი მეტად თავშეკავებული ყიავით, რათა უტაქტობის გამო დიდი ხნით არ ატკინოთ გული.

თხის რქა:  გარშემომყოფები თქვენსგან გააზრებულ და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას ელიან. ახალი მიზნების გამო თამამად იტყვით უარს წარსულზე და არ მოერიდებით წინააღმდეგობებს. თუმცა სჯობს გადაწყვეტილებებიცა და პირველი ნაბიჯები ახლისკენ მოგვიანებით გადადგათ. ამ პერიოდში დადებული ხელშეკრულებები მომავალში გადასაკეთებელი გახდება. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის საკითხებს, მოერიდეთ მოგზაურობას და ეცადეთ საყვარელ ადამიანთან არ იყოთ აგრესიული.

მერწყული: ეს კარგი დროა საზოგადოებრივი, სოციალური ან სასცენო მოღვაწეობისათვის. თქვენ სხვებისთვის სათქმელიც ბევრი გექნებათ და საჩვენებელიც. იუმორის გრძნობა, ორიგინალურობა და ინტელექტი კი ნებისმიერ წრეში პოპულარობის საწინდარი გახდება. გონების გააქტიურება ხელს შეუწყობს ახალი იდეების წარმოქმნასა და ინთუზიაზმით მუშაობას. საქმიანი მოლაპარაკებები  ადვილად წარიმართება, თუმცა საქმის დაწყებისთვის სჯობს ჯერ მოიცადოთ. მოერიდეთ მოგზაურობასაც, რადგან მაღალია ავარიის ალბათობა

თევზები: დამატებითი შემოსავლების შემთხვევაში მათ შესახებ შეიძლება არავის გაუმხილოთ, რათა აისრულოთ ადრინდელი სურვილები. შესაძლოა უთანხმოება გადასახადების ან ქონებრივი საკითხების გამოც. მოერიდეთ ცხვისი ფულით საეჭვო ფინანსურ გარიგებებს. ნურავისზე ეცდებით ექსპერიმენტების ჩატარებას. მოერიდეთ საეჭვო ადგილებსა და ნუ ჩაერევით სხვათა საქმეში, რათა ძალადობის მოწმე ან მსხვერპლი არ გახდეთ. ამ პერიოდში სჯობს ნოერიდოთ შორეულ მოგზაურობებს და შეძლებისდაგვარად გადადოთ სამედიცინო ოპერაციები.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საზოგადოებრივ ტრანსპორტს ტრამვაი შეემატება1
მთავრობის კანცელარიის უფროსად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა2
საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ3
სიუჟეტის მოსამზადებლად მისულ ჟურნალისტს ბიზნესმენმა ცხვირი გაუტეხა (VIDEO)4
ამირან გამყრელიძემ მინისტრის პოსტზე უარი თქვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X