GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისის იუსტიციის სახლის გადახურვის სამუშაოები სრულდება
18:29 27.07.2012
დღის სიახლეები

თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის მონტაჟი სრულდება. ინტერნაციონალურ მშენებლობაზე რამდენიმე ქვეყნის სპეციალისტები მუშაობენ. სულ მშენებლობაზე 500 საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.

თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ლითონის კონსტრუქცია თურქეთში აეწყო. საქართველოში ის 40 ქართველმა შემდუღებელმა ჩამოიტანა. სამონტაჟო სამუშაოები ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები არ წყდება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიებზეც, წესრიგდება ინფრასტრუქტურა, სკვერი. მსოფლიოში ყველაზე დიდი სერვისცენტრი პირველი მომხმარებლების მიღებას შემოდგომიდან შეძლებს.

თბილისის იუსტიციის სახლის პროექტი  ცნობილ იტალიელ  არქიტექტორს   მასიმილიანო ფუკსას ეკუთვნის. შენობა ოთხსართულიანია  და  მისი საერთო ფართობი 27 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მხოლოდ მომსახურების დარბაზი 7 000 კვადრატული მეტრია და 300 ოპერატორზეა გათვლილი.

არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე,  სავარაუდოდ, თბილისის იუსტიციის სახლი დღის  განმავლობაში 15 000-20 000-მდე ტრანზაქციას განახორციელებს.

თბილისის იუსტიციის სახლში, საკუთრივ იუსტიციის სამინისტროს სერვისცენტრების გარდა,   განთავსდება  სამოქალაქო და საჯარო რეესტრების ბექ-ოფისები, ეროვნული ბანკი,  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ბანკების - თიბისის, საქართველოს ბანკისა და  ლიბერთის  ფილიალები. აქ მოსული მომხმარებელი შეძლებს, ისარგებლოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სერვისებით. თბილისის იუსტიციის სახლი მომხმარებლებს შესთავაზებს  Just Drive-სა და JustCafe-ს. რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი მომსახურების მიღებას მოქალაქე  მანქანიდან გადაუსვლალად ან კაფეში სტუმრობისასაც შეძლებს.

internet.ge


 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ილია მეორე: გამოკითხვების მიხედვით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ყველაზე მეტად ენდობიან1
განათლების სამინისტრო მსხვილბიუჯეტიან კონკურსს გამოაცხადებს2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 7 ივნისისთვის3
ირაკლი ალასანია: საქართველოში კონკურენტული არჩევნების ჩატარებას ყველა მხარს უჭერს4
თინათინ ბურჯალიანი სტუდენტებს შეხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X