GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იუსტიციის სამინისტროში საქველმოქმედო აქციისათვის სამზადისი დაიწყო
13:06 06.04.2012
დღის სიახლეები

8 აპრილს,  იუსტიციის სამინისტრო საქველმოქმედო აქციას გეგმავს. ბზობის დღესასაწაულთან დაკავშირებით, შარდენზე, ღია ცის ქვეშ, კონცერტი გაიმართება. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი, შემოსული თანხები კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ფონდს გადაერიცხება.  მოსამზადებელი სამუშაოები სამინისტროში უკვე დაიწყო - დღეს სასწავლო ცენტრს საჯარო სკოლის მოსწავლეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვები ეწვივნენ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარებით, თბილისის 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს და ყვავილების ქოთნები მოხატეს. იუსტიციის სამინისტროს შემდეგ ისინი კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“  სათბურს ესტუმრებიან  და სასწავლო ცნეტრში დამზადებულ ქოთნებში ყვავილებს გადარგავენ.  ყვავილების შეძენა მსურველებს 8 აპრილს, შრადენზე გამართულ საქველმოქმედო აქციაზე შეეძლებათ.

ღონისძიებიდან შემოსული თანხებით იუსტიციის სამინისტრო კოალიციას სათბურის უკეთ აღჭურვაში დაეხმარება, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მეურნეობის გაფართოების საშუალებას მისცემს.

ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო აქციები შარდენზე იუსტიციის სამინისტრომ გასულ წელსაც გამართა.

17 აპრილს, თეატრალიზებულ სანახაობაში ცნობილი ქართველი მომღერლები, ილუზიონისტები, მოძრაობის თეატრის მსახიობები; სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერის" კონკურსანტები, ახალგაზრდა მხატვრები და პოეტები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობდნენ. 18 დეკემბერს კი აქციას  „ენკი-ბენკი“ და თოჯინების თეატრი შეუერთდნენ. საქველმოქმედო კონცერტზე  შეგროვებული თანხით შეძენილი კომპიუტერები თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადაეცა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
Rope-Jumping-ის კომპანია ბიძინა გუჯაბიძესა და მის შვილს ეკუთვნის1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
სამომხმარებლო ფასების დონე 0.9 პროცენტით შემცირდა3
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ4
მინდია გულუა „პრესა.ჯი“-ს კალაძესა და ე.წ. "ქურდული სხადნიაკის" შესახებ ესაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X