GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტუღუში მთავარ პროკურორს "მე-9 არხის" ჟურნალისტთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს
15:09 30.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს  „მე-9 არხის” ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიების რეკომენდაციით მიმართა.

„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ ახსნა-განმარტებაში მოცემული ინფორმაცია შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალსიწინებულ დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად აღნიშნული ფაქტების შესწავლა და სათანადო რეაგირების განხორციელება საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა“,- ნათქვამია გიორგი ტუღუშის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 2012 წლის 27 ივლისს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანია „მე-9 არხის” ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ.

„იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ნოდარ ჩაჩუას. ახსნა–განმარტების თანახმად, 2012 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მას უცნობი მამაკაცი შეხვდა, რომელმაც მოსთხოვა ჩამჯდარიყო იქვე მდგარ ავტომანქანაში. ჟურნალისტი დაემორჩილა უცნობი მამაკაცის მოთხოვნას, ჩაჯდა ავტომანქანაში, სადაც მას კიდევ ორი პირი დახვდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე უცნობმა პირებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, აჩვენეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და განუცხადეს, რომ მათი დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოახდენდნენ ჩანაწერის განსაჯაროებას. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უცნობ პირებს მისთვის ვინაობა არ უცნობებიათ, მხოლოდ ის განუმარტეს, რომ იყვნენ "სამსახურის“ წარმომადგენლები და შეეძლოთ მისთვის პრობლემების შექმნა.

ახსნა–განმარტების თანახმად, აღნიშნული პირები ჟურნალისტს განმეორებით 2012 წლის 26 ივლისს შეხვდნენ, როდესაც კვლავ აგრძელებდნენ მსგავს რიტორიკას“,- ნათქვამია განცხადებაში.  

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბენ ლადენის ცოლები საუდის არაბეთმა შეიფარა1
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს2
ბოტოქსი დედებს ბავშვების აღზრდაში ხელს უშლის3
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება4
დღეს საპროტესტო მსვლელობები მოეწყობა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X