GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (30 ივლისი - 5 აგვისტო)
23:55 30.07.2012
დღის სიახლეები
ვერძი: თვისუფლების მოთხოვნილება და სიახლეების სურვილი გიბიძგებთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისაკენ, რაც პარტნიორთა უკმაყოფილებას გამოიწვევს და ზოგიერთი კავშირის გაწყვეტით დასრულდება. გაიზრდება ოჯახის მოთხოვნების და ხარჯების რაოდენობა. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში შეიძლება იმატოს შინაგანმა დაძაბულობამ. მოგზაურობის შემთხვევაში ეცადეთ არა მარტო საქმეზე იზრუნოთ, არამედ დასვენებაზეც, რათა შეივსოთ ენერგიის დახარჯული მარაგი. 

კურო: ახალი მიმდინარეობები ცვლილებებს გამოიწვევს თქვენს მსოფლმხედველობაში, გაამძაფრებს ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებითი უნარის წარმოჩენის სურვილს. ურთიერთობისას იღბალი გაგიღიმებთ და გაგიადვილდებათ საქმეებში წარმატების მიღწევა. მეგობრების შესაძლებლობების გამოყენებით კი ჩანაფიქრების განხორციელებას დაიწყებთ. გარემოებებზე დამოკიდებულება თავისუფალი დროის განკარგვის საშუალებას შეგიზღუდავთ. გადაადგილებები დაუკავშირდება ოჯახს ან სასიყვარულო პარტნიორს.  

ტყუპები: პროფესიონალურ საკითხებში გაგიჭირდებათ ყველა დავალებისა და მოვალეობის შერულება. არაა გამორიცხული, რომ მოგიწიოთ ზოგიერთ სამუშაოზე უარის თქმა. ცხოვრების შეცვლისა და ახალი საქმის დაწყების სურვილი დიდი იქნება, მაგრამ ამისათვის არახელსაყრელი დროა. სჯობს ჩაუღრმავდეთ გეგმების დაზუსტებასა და ახალი იდეების დამუშავებას. გაიზრდება მოგზაურობების, გადაადგილებების, შეხვედრების რიცხვი. საყვარელ ადამიანთან გაუგებრობები კი დაუკავშირდება მომავლის განსხვავებულად ხედვას.

კირჩხიბი: გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად მოქმედება, მიზნებისა და საქმეების არჩევა. თუ რეალურად არ გადადგამთ ნაბიჯებს, გეგმები შეიძლება შორეულ ოცნებად დარჩეს. გაითვალისწინეთ გამოცდილ ადამიანთა რჩევები. ოჯახის მნიშვნელოვანი ამბები თქვენს ჩარევას საჭიროებს. სამუშაოს მეშვეობით არა ერთ მატერიალურ და ფინანსურ პრობლემას მოაგვარებთ. მოგზაურობისას არა ერთ საინტერესოს შეიტყობთ და ნახავთ, დაისვენებთ და აღიდგენთ დახარჯულ ენერგიას. 

ლომი: გააქტიურდება სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგია. გაიზრდება შეხვედრებისა და ახალი კონტაქტების რაოდენობა. განსაკუთრებით მომხიბვლელი იქნებით, რისი მეშვეობითაც ადვილად მიაღწევთ საზოგადოებრივ პოპულარობას, წარმატებასა და აღიარებას. მჭერმეტყველების მეშვეობით კი მარტივად დაიყოლიებთ კოლეგებსა და თანამოაზრებს თქვენი იდეების მხარდასაჭერად, თუმცა ახალი საქმეების დაწყება ჯერ არ ღირს. რომანტიკისა და დიდი სიყვარულის სურვილით შეიძლება არა ერთ ურთიერთობას მოუსინჯოთ კბილი.     

ქალწული: გაგიჭირდებათ კარიერაში ზრდა და პროფესიონალური წარმატების სწრაფად მიღწევა. ხელფასის მომატების იმედი არ გამართლდება, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტები, რასაც თქვენი ენერგიული მიდგომა, ტაქტი და სამართლიანობა დასჭირდება. სახლის საქმეები და მოვალეობები ძალიან დაგღლით, რაც შეიძლება საყვარელ ადამიანთან ან მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს. მოგზაურობამ კი სასურველი შედეგი შეიძლება ვერ გამოიღოს.

სასწორი: შემოქმედებითად მუშაობისას გამოვლინდება თქვენი მიდრეკილება ესთეტიკისა და სილამაზის მიმართ. ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არაა, თუმცა აუცილებლად ჩაატარეთ მოსამზადებელი სამუშაოები. კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისას არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება, რათა არ მოგიწიოთ ახალი გზების ძიება. საყვარელ ადამიანთან და ოჯახისწევრებთან ურთიერტობა და მათზე ზრუნვა შეათავსეთ დასვენებასთან. მოგზაურობისას მოერიდეთ უცნობებსა და ხალხმრავალ ადგილებს. 

მორიელი: ფინანსურ საკითხებში მეტად პრაგმატულად იაზროვნეთ, დაასრულეთ ძველის აქმეები და მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. ხელშეკრულებების დადებისას და შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რათა არ აღმოჩნდეთ რთულ სიტუაციაში და არ განიცადოთ ზარალი. ეცადეთ აღადგინოთ ძველი კავშირები და საზოგადოებაში დაიმკვიდროთ ახალი ადგილი. შესაძლოა პრობლემები გაგიჩნდეთ საყვარელ ადამიანთანაც. დასასვენებლად გამგზავრებისას მოერიდეთ უცნობებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ.

მშვილდოსანი: ინტერესების დასაცავად შესაძლოა გამოიყენოთ ფარული დიპლომატია. მეტად უსმინეთ ინტუიციას და მოზღვავებული ენერგიის მეშვეობით ადვილად დაამარცხებთ ყველა კონკურენტსა თუ მოწინააღმდეგეს. განმარტოვებისა და დასვენების დრო თითქმის არ გექნებათ. მოგზაურობისას დაამყარეთ ახალი კავშირები და ეცადეთ გამოიყენოთ ისინი თქვენი იდეების განსახორციელებლად. კარგია მკურნალობის დაწყება. გამაჯანსაღებელი პროცედურები ამ დრო სწრაფ შედეგს გამოიღებს.

თხის რქა: მიუხედავად სანაქებო გუნება-განწყობისა, გაგიჭირდებათ შეხვედრების ჩატარება, ხელშეკრულებების დადება და დანაპირების შესრულება. ასევე გართულდება სხვების მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულებაც, რაც თქვენს ბრაზს გამოიწვევს და შესაძლოა კონფლიქტების საბაბი გახდეს. მოგზაურობა და დასვენება რომ მხიარული იყოს, სჯობს იგი ოჯახისწევრებთან, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ ჩანთას, რათა არაფერი დაკარგოთ.

მერწყული: თავს ენერგიულად იგრძნობთ და უამრავ ახალ იდეასა და გეგმას ჩამოაყალიბებთ, თუმცა მათი განხორციელება სჯობს შემდგომისთვის გადადოთ. გამოიყენეთ მომხიბვლელობა, დიპლომატურობა და მჭერმეტყველება, რათა წინ წაიწიოთ კარიერაში. რთულ სიტუაციაში ადვილად დაინახავთ გამოსავალს, გათვლით შესაძლოა სიტუაციებს და ფარული ლიდერის პოზიციებსაც დაიკავებთ. სასიყვარულო სფეროში არსებობს უთანხმოების ალბათობა. ეს კარგი დროა მოგზაურობისა და დასვენებისათვის. 

თევზები: თავს ენერგიულად იგრძნობთ და არა ერთი საქმის შესრულებას შეძლებთ. პროფესიონალური წარმატების მისაღწევათ მთელი სულისკვეთებით შეასრულებთ სამუშაოს. ეს მშვენიერი დროა ნიჭის წარმოსაჩენად და იდეების განსახორციელებლად. მრავალრიცხვოვანი გადაადგილებები, მოგზაურობები, მივლინებები, შეხვედრები, საუბრები და მოლაპარაკებები კმაყოფილებასა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. გაიზრდება სასიყვარულო ურთიერთობებისა და რომანტიული განცდების მოთხოვნილება, მაგრამ შესაძლოა ამისათვის დრო არ გეყოთ. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქუთაისის N2 და გეგუთის N14 დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს1
ლარი ისევ უფასურდება2
კომერციული ტარიფი ძვირდება, სამომხმარებლო - არა3
გაჩეჩილაძე: ჰოლდინგის შემადგენლობაში სამი ტელევიზია - "იმედი", "GDS" და "მაესტრო" შევა4
კუბლაშვილი: ახალაიას დაკავება ივანიშვილისა და ალასანიას დავალებით შესრულებული ანგარიშწორება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X