GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიმდინარე წლის ყველაზე პოპულარული და უცნაური სახელები გამოქვეყნდა
12:29 31.07.2012
დღის სიახლეები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2012 წლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ წელსაც ყველაზე მეტ ახალშობილ გოგონას ნინო, ხოლო ბიჭს გიორგი დაარქვეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2012 სტატისტიკის მიხედვით, ვაჟების პოპულარული სახელებია: გიორგი - 1583,  მას სიმრავლით არ ჩამოუვარდება ნიკოლოზი - 1521; ასევე გავრცელებული სახელებია:  ლუკა - 955, ანდრია - 839, საბა - 835, დავითი - 801, ალექსანდრე - 773, მათე - 327, დიმიტრი - 295, გაბრიელი - 275, ირაკლი - 220, ილია - 210, ზურაბი - 206, დაჩი - 164, თეიმურაზი - 136, ცოტნე - 136, ლევანი - 131, ივანე - 130, ლაზარე - 126, თორნიკე - 116 და სხვ.

ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია: ნინო - 2523, მარიამი - 1669, ბარბარე - 979, ანასტასია - 939, ანა - 910, ელენე - 872, ელიზავეტა - 588, ნია - 365, თამარი - 346, ნატალია - 322, თეკლე - 265, სალომე - 255, ქეთევანი - 251, ლია - 200, ანამარია - 158, თათია - 131, სოფია - 127, ნანა - 125, ეკატერინე - 104, თინათინი - 103 და სხვ.

რაც შეეხება ყველა ასაკში, სხვადასხვა დროის პოპულარულ სახელებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად, საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელი გიორგია 193 828, მას მოსდევს: დავითი - 90 713, ნიკოლოზი - 59 784, ზურაბი - 49 403, ალექსანდრე - 45 488, ლევანი - 40 496, თეიმურაზი - 36 834, ირაკლი - 35 150, მიხეილი - 28 232, ლუკა - 27 692, თამაზი - 27 585, ავთანდილი - 24 317, მამია - 23 455, ნოდარი - 23 061, გურამი - 23 044, ლაშა - 22 693, გოჩა - 22 063, ზაზა - 20 768, კახაბერი - 20 308 და სხვ.

ქალბატონებს ყველაზე ხშირად არქმევენ ნინოს - 246 879, მას მოსდევს მარიამი - 100 982, თამარი - 97 531, ნანა - 69 653, ნათია - 66 947, ანა - 64 980, ლია - 55 059, ქეთევანი - 50 272, მაია - 45 952 და სხვ. ელენე - 39616, თინათინი - 36000, ეკატერინე - 34182, სოფია - 31843, ნატალია - 31195, ხათუნა - 25370, ირინე - 23716, ელიზავეტა - 23217, სალომე - 21444, რუსუდანი - 20530, ქრისტინე - 9677 და სხვ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს ასევე ინფორმციას უცნაური სახელების შესახებ. სააგენტოს ინფრომაციით, ბაზაში აღრიცხული იშვიათი სახელებია: მოქეიფე, თაგუნა, ფემისტოკლე, ფიზიკა, პელე, გარინჩა, კაცი, ქალი, ვებერთელა, მხედარი, კუსა, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანილა, მგელა, ცაცია, ხუმარა, სამძიმარა, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ნიუტონი, სევდაგულ, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო და სხვ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბოკერია და უგულავა პარტიას „ევროპული საქართველო“ უერთდებიან1
ბაჩო ახალაიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ2
საქართველოს პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს3
კახეთში მომხდარ ავარიას 30 წლის ქალბატონი ემსხვერპლა4
პრემიერი ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლის დატოვებისკენ მოუწოდებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X