GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასამართლო გაზეთ „ალიას“ საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს
16:11 02.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაზეთ „ალიას“ პასუხობს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:      

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცული უფლებაა, ამ უფლების დაცვა კი როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე,  მედიის  მოვალეობაა, რადგან, სწორედ მედიის მეშვეობით ხდება სხვადასხვა სახის ინფორმაციის ტირაჟირება.

2-6 აგვისტოს გაზეთ „ალია“-ში გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც ოთარ კობერიძის გარშემო სხვადასხვა ავტორთა მიერ გავრცელებულ „მოსაზრებებს“ შეეხება  გაზეთის  ერთგვარ სტილსა და გემოვნებას ეხმაურება და ეს გაზეთის სარედაქციო კოლეგიის არჩევანია, თუმცა, გაზეთის, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეთა ვალდებულებაა  პატივი სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს,  ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეს შეუძლია იგი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს  და სამართლებრივი არგუმენტებით ეცადოს საკუთარი პოზიციის დასაბუთებას.

ინფორმაციისთვის: ოთარ კობერიძისა და „ალია-ჰოლდინგს“ შორის დავა პირველი ინსტანციის სასამართლომ  გაზეთის სასარგებლოდ დაასრულა, გასაჩივრების შემდგომ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოთარ კობერიძის სასარგებლოდ შეცვალა, დავა მხარეებმა შეიძლება უზენაეს სასამართლოში გააგრძელონ.  სწორედ, ეს არის სამართლებრივი ბრძოლის ერთადერთი სწორი და სახელმწიფოებრივი გზა, და არა სასამართლოს და მოსამართლეთა  შეურაცხმყოფელი სტატიები, რომელსაც გამომცემლობა „ალია-ჰოლდინგი“ თავის ფურცლებზე პერმანენტულად  აქვეყნებს.

სასამართლო  მოუწოდებს მხარეებს პატივი სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, და კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ სასამართლოს შეურაცხყოფა სცილდება სამართლებრივი დავის ფარგლებს და იგი არა მარტო დაბალი სამართლებრივი კულტურის მანიშნებელია, არამედ ისჯება კანონით."

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვაზისუბანში სუპერმარკეტი „სმარტი“ გაიხსნება1
ლისის ტბაზე განახლებული სანაპირო გაიხსნა2
ანდრია ურუშაძემ დიდ დიღომში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დაათვალიერა3
დღეს, საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართება4
მართვის მოწმობები იცვლება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X